|
"საქართველო "
ჩრდილოეთ კორეის რეაქტორის პროგრამა გრძელდება
ჩრდილოეთი კორეა გარეშე დახმარებით აშენებს ორ ბირთვულ რეაქტორს იმის სანაცვლოდ, რომ იგი თანახმაა შეწყვიტოს სხვა რეაქტორის აგებაზე მუშაობა, რომელიც უფრო სახიფათოდაა მიჩნეული ბირთვული იარაღის შექმნის თვალსაზრისით. სამუშაოს აწარმოებს "კორეის ნახევარკუნძულის ენერგეტიკული განვითარების ორგანიზაცია", რომელსაც მეთაურობს აშშ და რომლის მონაწილენი არიან სამხრეთი კორეა, იაპონია და ევროკავშირი. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, 4,6 მილიარდი დოლარით მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამის დაფინანსებაში.
ჟ. EIR
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |