|
"საქართველო "
როგორ ავიცილოთ დაავადებები და ნაადრევი სიკვდილი სწორი კვებით
ჩინური და ტიბეტური მედიცინის მიხედვით თითქმის ყველა დაავადება და ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობა არასწორი კვებითაა გამოწვეული. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთ მიღებაზე რა შემადგენლობის საკვებს მივიღებთ ერთად. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საკვების გარკვეულ სახეობაზე ორგანიზმში გამომუშავდება გარკვეული შემადგენლობის საჭმლის მომნელებელი წვენები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებენ მოცემულ პროდუქტს. შერეული კვებისას კი ხშირად ხდება სხვადასხვა პროდქტების ისეთი შერწყმა, როდესაც საკვები პროდუქტის ერთი სახეობა ხელს უშლის მეორის ათვისებას, ეს კი იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას, საჭმლის მომნელებელი სისტემების მთელ რიგ დაავადებებს და ინტოქსიკაციას - ორგანიზმში შხამების დაგროვება-განვითარებას. ქვემოთ მოყვანილ სქემებში მოცემულია თუ რომელი სახეობის საკვები შეიძლება მივიღოთ ერთად და რომლის მიღება ერთად კატეგორიულად არ შეიძლება: ცხრილი
სქემის მიხედვით I და II ჯგუფის, II და III ჯგუფის პროდუქტები შეიძლება მივიღოთ ერთად, ხოლო I და III ჯგუფის პროდუქტების ერთად მიღება არ შეიძლება. ისინი უნდა მივიღოთ ერთი ჯგუფის (I ან III) პროდუქტების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. თუკი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისარგებლებთ ზემოთ აღნიშნული სქემით - შეგვიძლია ბევრი დაავადება ავიცილოთ თავიდან სწორი კვების შედეგად. კვებასთან დაკავშირებით უნდა დავიმახსოვროთ აღმოსავლური მედიცინის შემდეგი სასარგებლო რჩევები:
1. ხორცთან პურის მიტანება - დაუშვებელია. პური უნდა მივიღოთ არაუადრეს ერთი საათისა ხორცის მიღების შემდეგ (დასაბუთება: ხორცი - ცილოვანი პროდუქტია, პური - ნახშირწყლოვანი. ცილების და ნახშირწყლების ერთმანეთთან შერევით საჭმლის მონელება ირღვევა). 2. კვერცხი - "იგივე" ხორცია. მისი მიღება პურთან ერთად არ შეიძლება. 3. რძესთან პურის მიტანება - არ შეიძლება. (დასაბუთება: რძე საერთოდ დაუშვებელია რაიმე სხვა პროდუქტთან ერთად მივიღოთ. რძე - ეს საჭმელია და არა სასმელი. რძის პროდუქტები მიეკუთვნება ცილოვან ჯგუფს და ისინი უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით. დიდი რაოდენობით ცილების მიღება იწვევს ლპობით რეაქციებს და წამლავს სისხლს). 4. კარტოფილი - ხორცზე და კვერცხზე უკეთესია, მაგრამ ის უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით. (დასაბუთება: კარტოფილში შემავალი სახამებელი არ იხსნება არც წყალში, არც სპირტში, არც ეთერში. ეს უხსნადი ნაწილაკები ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ანაგვიანებენ მას, შემდგომ კი მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავს). 5. უმი ბოსტნეული ორგანიზმის ერთგვარი გამწმენდი და შხამების გამაუვნებელია. იგი "მიეპარება" ორგანიზმში დალექილ შხამებს და თანდათანობით გამოაძევებს ორგანიზმიდან. 6. ხილის და ხილის წვენების დესერტის სახით მიღება არ შეიძლება. ყველა ხილი სასარგებლოა, თუ მათ მივიღებთ როგორც დამოუკიდებელ საკვებს. (დასაბუთება: ერთად მიღებისას ხილი და ხილის წვენები უკავშირდებიან რა თითქმის ყველა საკვებ პროდუქტს, იწვევენ ნაწლავში დუღილის პროცესებს. წვენები უმჯობესია, დავლიოთ და ხილი მივიღოთ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ). 7. ხილის წვენები არ უნდა გავყინოთ (დასაბუთება: ირღვევა მათი სტრუქტურა). 8. ნესვი - შესანიშნავი საკვებია, მაგრამ არცერთ პროდუქტს არ ერწყმება. 9. თაფლი უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით (1-2 ჩაის კოვზი), მხოლოდ მშიერ კუჭზე. 10. ყველა სოკო ჯანმრთელობისათვის მავნეა (დასაბუთება: სოკოს ცილები ადამიანის ცილების არაადეკვატურია). 11. წყაროს წყალი დასალევად სასიამოვნოა, მაგრამ ხშირი მიღება ორგანიზმისთვის მავნეა. (დასაბუთება: წყაროს წყალში ბევრია მარილები, რომლებიც მისი მიღებისას ორგანიზმში დაილექება). 12. მოერიდეთ კონსერვირებული ხილის და ბოსტნეულის მიღებას. უმჯობესია გამომშრალი ხილი და ბოსტნეული. 13. მოერიდეთ ჭამის დროს წყლის დალევას. (დასაბუთება: წყლის ჭარბი რაოდენობა ათხიერებს კუჭის წვენს და არღვევს მის ფუნქციას. წყალი უნდა დავლიოთ ჭამიდან 1 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე). 14. კვირაში ერთი დღე უარი უნდა ვთქვათ საკვებზე, ვსვათ მხოლოდ წყალი. საერთოდ წყალი უნდა ვსვათ მცირე ყლუპების სახით და არა ერთბაშად. 15. ნოყიერი სადილის შემდეგ ზურგზე ნუ დაწვებით, რადგანაც ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავი იკუმშება, ზედმეტად იტვირთება, ხდება ნაღვლის უკუგადაქცევა. ამას კი მოჰყვება საყლაპავი მილის ანთება, გასტრიტი და კუჭ-ნაწლავის სხვა მოშლილობანი.
შ. საბახტარიშვილი.
სამკურნალო წიგნი, ტ. I, თბილისი, 1997.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |