|
"საქართველო "
ირანის ერთადერთი მაღაზია
თუ დავუჯერებთ ჟ. TIME-ს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ქალებს შეუძლიათ იყიდონ მათი გულის გამახარებელი მეტ-ნაკლებდ დაგმობილი დეტალები თავისი შიდა ტუალეტისა - ფეშენებელური საცვლები, პერანგები და სხვა ამგვარები, - რომელთაც ორმაგი შეცოდება მოსდევთ: ერთი ის, რომ თვით მათი ბუნება და მათი მასალა არაასკეტურია, მეორე ის, რომ მათ აწერია "MADEIN USA". ჟურნალის ცნობით, ამ მაღაზიაში მუშტარი არ ილევა თვით იმის მიუხედავადაც კი, რომ ბუშმა ისინი "ბოროტების ღერძ" ქვეყანათა რიცხვს მიაკუთვნა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |