"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

"ადამიანის უფლებები", ანტიტერორიზმი და სუფთა ხელები"ადამიანის უფლებები",

ანტიტერორიზმი და სუფთა ხელებიროგორც ყოველთვის, მაროკოს დედაქალაქში გავლილი ამერიკელები ულოცავენ ხელისუფლებას მტკიცედ დგომას ანტიტერორიზმის პოზიციებზე ერთის მხრივ და მყარი რეფორმისტული ნების დემონსტრირებას "ადამიანის უფლებათა" დაცვის საქმის რეფორმირების ჩათვლით, მეორეს მხრივ. მაგრამ, თHE EჩONOMIშთ-ის სიტყვით, ეს ორი კეთილშობილური ამოცანა შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ერთიმეორესთან. მოყვანილია ფაქტები, რომ, დემოკრატიის მდგომარეობის ზოგადი გაუმჯობესების ფონზე, მაროკოში განახლდა "ეჭვმიტანილთა გაქრობის" ანუ მათი იატაკქვეშა დასაკითხ ცენტრებში მიყვანის შემთხვევები. დაკითხვის საგანია, პირველ ყოვლისა, ალ-ყაიდასთან ურთიერთობა და სხვა ანალოგიური დანაშაულები. საინტერესოა ორი რამ. ჯერ ერთი, პუბლიკაციიდან ჩანს, რომ მაროკოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკმარისად ძლიერი ლობი არსებობს, ამასთან, აქ ერთმანეთის დაცვას "ადამიანურ უფლებათა" თვალსაზრისით არ თაკილობენ ისეთი ურთიერთმოპირისპირე პოლიტიკური მიმართულების ჯგუფები, როგორნიც არიან ისლამისტები ერთის მხრივ და მემარცხენეები მეორეს მხრივ. მეორეც, იმ უკანონოდ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ცოცხალი რჩება, არამედ თავისუფლებასაც იბრუნებს, ხოლო წამება, რომელიც იმ უკანონო პატიმრობაში ჰხვდებათ, შედარებით მსუბუქი ხერხებისგან შედგება, როგორიცაა, მაგალითად, თავის წყალში ჩაყოფინება დაკითხვის დროს. როგორც ჩანს, თავისუფლებისა და "ადამიანური უფლებების" იდეის მუშაობას ნელა, მაგრამ გარდუვალად მოაქვს თავისი შედეგი.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com