"საქართველო "
# 13 (1801)
1 - 13 ივლისი 2003 წ

მწარე სიმართლე სამთავრობო დონეზე: ამოსახსნელი "სასკოლო ამოცანები" არ წაუკითხოთ ბავშვებს! - საქართველოში მოსახლეობა ფსიქოლოგიურ დეგრადაციაშია

ამოცანა #1

მეფე ვახტანგ VI-მ რუსეთში წაიყვანა 3000 რჩეული ადამიანი და გაიტანა 130 კარგად დატვირთული ურემი (კიდევ კარგი, რომ მაშინ "ტრაილერები" არ იყო) განძი.

ნოე ჟორდანიამ თან გაიყოლა რამდენიმე ასეული განსწავლული ადამიანი და უამრავი ძვირფასეულობა (შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ვაიუბედურებით დაბრუნებული).

1991-92 წლების პუტჩის დროს და მას შემდგომ პერიოდში, საქართველოდან გაიქცა მილიონ-ნახევარი ადამიანი (მათ შორის 17000 ჰომოსექსუალისტი და ამდენივე ბოზი), გაიზიდა მილიონზე მეტი კუბური მეტრი ხე-ტყე, ათასობით ტონა ფერადი ლითონი (მათ შორის ოქრო, პლატინა, ვერცხლი და ა. შ.).

რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში (მათ შორის ჰომოსექსუალისტი, ბოზი, ნარკომანი, ქურდი, მათხოვარი და მაწანწალა) და არის თუ არა კიდევ რამე გასაზიდი?

ამოცანა #2

დღეს საქართველოში მოსახლეობის 95+ მშიერ-მწყურვალია, 300 000 - ლტოლვილი, 150 000 - მათხოვარი და "ბომჟი".

ვინ გაძარცვა საქართველოს ხაზინა, თუ ფუფუნებით მხოლოდ 5+ ცხოვრობს?

ამოცანა #3

ერთ ოჯახში 3 სული მუშაობდა. პირველს ჰქონდა 300 მან ხელფასი, მეორეს - 250, მესამეს - 230, ხოლო პენსიონერებს: ბაბუას - 150 მან., ბებიას - 50 მან.

რითი ცხოვრობს დღეს ის რვასულიანი ოჯახი (ბაბუა - 80 წლის, ბებია - 76. 2 სრულწლოვანი და 4 არასრულწლოვანი ადამიანი), თუ მათ არავითარი შემოსავალი არა აქვთ და ყოველთვიურად გადასახდელი აქვთ: შუქის, წყლის, ტელეფონის, გაზის, სწავლის, ლიფტის და ნაგვის გატანის თანხა? (არ ვანგარიშობთ სასწავლო ნივთებსა და სახელმძღვანელოებში გადასახდელ თანხებს).

ამოცანის ამოხსნის გასაადვილებლად დავუშვათ, რომ ამ ოჯახის წევრები არც ჭამენ, არც სვამენ, არც იმოსებიან, არც ექიმთან დადიან, არც წამლებს ყიდულობენ, არც სარეც საშუალებებს, არც კბილის პასტას და არც ტუალეტის ქაღალდს (თუ საჭმელს არ ყიდულობენ, ეს თავისთავად გამორიცხულია).



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com