|
"საქართველო "
სიკვდილით დასჯის ევოლუცია ამერიკაში
ჟ. THE ECONOMIST იხსენებს ბოლო წლების რამდენსამე შემთხვევას, როცა სიკვდილმისჯილნი გადაურჩნენ სასჯელაღსრულებას იმის წყალობით, რომ სასამართლო პროცედურა, რომელიც მათი განაჩენით დამთავრდა, არაკვალიფიციურად ჩატარებული აღმოჩნდა 1994 წელს აშშ უზენაესმა სასამართლომ განსაზღვრა ის სტანდარტები (რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი სტანდარტები), რომლებსაც უნდა უპასუხებდეს ადვოკატის კვალიფიკაცია ისეთ პროცესებზე, რომლებმაც შეიძლება სასიკვდილო განაჩენი მოიტანონ. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, თუმცა ადვოკატის მუშაობის წუნი, როგორც მოვლენა, ამით არ მოსპობილა. მეორე ღონისძიება ასეთ საქმეებში სახელმწიფო ხარჯზე მოწვეული ადვოკატებისთვის გასამრჯელოს მკვეთრად გაზრდაა, მესამე - სასიკვდილო განაჩენისათვის ალტერნატივად სამუდამო პატიმრობის დაწესება. ყოველივე ამის შედეგად სასიკვდილო განაჩენებმა ამერიკაში 1998 წლიდან 2001 წლამდე 50%-ით იკლო. მაგრამ ამერიკელების უმრავლესობა სიკვდილით დასჯის არსებობის მომხრეა. ამიტომ, თუ აქ სასჯელის ეს ზომა ოდესმე გაუქმდება, ეს, ჟურნალის აზრით, მაინც უხალისოდ მოხდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |