|
"საქართველო "
მიტაცებული უძველესი ქალდეური "სიბრძნის წიგნი" - და... უდიდესი ხიფათი საქართველოსთვის!
წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, რედაქციაში ამა წლის მაისის ბოლოს შემოვიდა. მასზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ბატონ ნოდარ ნათაძეს. აღნიშნულ წერილს კომენტართან ერთად ვბეჭდავთ უცვლელად.
ქალდეურ სიბრძნეზე ვერაფერს მოგახსენებთ, კომპეტენტური არ გახლავართ. რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ინტერესების მიმართებას ებრაულ ინტერესებთან და ამა თუ იმ ებრაული ძალების საქმიანობასთან, ამაზე შემიძლია ერთი-ორი მწუხარე სიტყვა მოგახსენოთ. უარყოფით მიკერძოებას ვერავინ დამაბრალებს, რადგან დიდი ხნის წინ (1994) გამოცემული მაქვს პატარა ბროშურა რუსულ ენაზე, რომელშიც, _ ჩემი დარგობრივი პროფილიდან გამომდინარე, _ ვცდილობ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცე იმ პოლიტიკურ ლობის, რომელმაც, გაეროს რეზოლუციის სახით, სცადა სიონიზმისათვის "რასიზმის" ყოვლად უსაფუძვლო კვალიფიკაცია მიეცა. ფაქტი ასეთი გახლავთ. დღეს იზრაელის სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იგი არის დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში. ასე განსაზღვრა ისტორიულ ხდომილებათა მსვლელობამ, რომ ეს სახელმწიფო უშუალო კონტაქტშია განსხვავებული რელიგიისა და მენტალიტეტის მქონე ძალიან ვრცელ მუსლიმანურ რეგიონთან, თვითონ კი, თავისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მენტალიტეტითაც და კულტურული ფონითაც, დასავლურ სამყაროს ეკუთვნის. ამ მდგომარეობით არის განსაზღვრული (რა თქმა უნდა, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად) ის უდიდესი ყოველმხრივი თანადგომა, რომელიც ამ სახელმწიფოს დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა მხრიდან აქვს. ანალოგიურია ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ისტორიულად აქვს, და ის მდგომარეობა, რომელსაც საქართველო დღევანდელ მსოფლიოში ეძებს. მაშასადამე, არსებობს ობიექტური პირობები იმისათვის, რომ იზრაელის სახელმწიფოს ბედზე ინტენსიურად მოაზროვნე პოლიტიკოსმა საქართველო ამ მხრივ იზრაელის პოტენციურ კონკურენტად მიიჩნიოს და არ უნდოდეს, რომ საქართველო ფეხზე დადგეს, გამართული და ყოველმხრივ დაცული სახელმწიფო გახდეს. არიან დღეს ასეთნაირი განწყობის პოლიტიკოსები? არ ვიცი. მაგრამ ვალდებულნი ვართ, ასეთთა არსებობის შესაძლებლობას და მათი გაჩენის ზემოხსენებულ ლოგიკას ვითვალისწინებდეთ ჩვენს პრაქტიკულ პოლიტიკაში. ჭორები და ეჭვები კი ასეთი გახლავთ. არისო (ხაზს ვუსვამ "ო"-ს) გარკვეული პუბლიკაციები, სადაც გატარებულია შემდეგი იდეა: თუ არაბთა დიდი წინააღმდეგობის გამო იზრაელის სახელმწიფოს გადარჩენა იქ, სადაც არის, ეჭვის ქვეშ დადგება, ხომ არაა მიზანშეწონილი, რომ თვითდამკვიდრების ახალ (ან: ალტერნატიულ) ადგილად ებრაელმა ხალხმა საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს _ გაოხრებული, გაჩანაგებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, მორალურად გატეხილი და ყოველნაირად "არშემდგარი"? მე პირადად ეს არ მჯერა, თუმცა არ მაქვს ხელთ არანაირი მეცნიერული არგუმენტაცია (პირწმინდად ჰუმანიტარულის გარდა), რომ ეს შესაძლებლობა კატეგორიულად უკუვაგდო. ვალდებული ვარ ვითვალისწინებდე ამ შესაძლებლობასაც, მით უმეტეს, რომ, ჯერ ერთი, დღევანდელ ადგილას იზრაელის სახელმწიფოს შექმნა მიწების ყიდვით დაიწყო, (ანუ ისეთი პროცესით, რომლის ამუშავებას საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი და არაერთი პარლამენტარი დღეს საქართველოში აქტიურად ლობირებს), მეორეც, სიონიზმის მოძრაობას მის დამფუძნებელთა პირველი ნაბიჯების ეპოქაში მიზნად ჰქონდა (რამდენადაც ვიცი) ებრაული სახელმწიფოს დაარსება სადმე, ხოლო ამ გეგმის ყველაზე ოპტიმისტური და სამართლიანი ვარიანტი _ დღეს განხორციელებული _ მხოლოდ ამ მოძრაობის წარმატებებმა გახადა შესაძლებელი. მე პირადად საქართველოსა და იზრაელის, აგრეთვე საქართველოსა და მსოფლიო ებრაელობის მომავალი ურთიერთობა წარმომიდგება თანამშრომლობის სახით. მაგრამ ვის აქვს უფლება, რომ თავის რაგინდარა სხივოსან სამომავლო ხედვებს, სიფრთხილის კარნახით, დიამეტრულად განსხვავებული პროგნოზებიც არ დაუყენოს გვერდზე? რაც შეეხება შევარდნაძის წარმომავლობის თემას, ამ საკითხზე, ცხადია, აბსოლუტურად არაკომპეტენტური ვარ. მაგრამ ერთი გარემოება კი უნდა აღვნიშნო. ჩემთვის ცნობილია (ვიმეორებ: ცალსახად ცნობილია), რომ ერთ-ერთ ყველაზე ბინძური და მკრეხელური ქმედების უკან, რომელიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, პირადად ეს ადამიანი დგას. მხედველობაში მაქვს იზრაელის მოქალაქის, ვინმე მოსიაშვილის (იგივე: მოშიაშვილის) მიერ კრწანისის ომში დაცემულ ქართველ მებრძოლთა საფლავის ტერიტორიის ყიდვა (რა თქმა უნდა, მყვირალა კანონდარღვევებით), საფლავის შებილწვა, 5000 კუბ. მ მიწის გადაყრა (ძვლებითურთ) და შემდგომი სასამართლო "მიწოლა" ამ ადგილის შენარჩუნებისა და შემდგომი შებილწვისათვის. იგი თავისას ვერ მიაღწევს. (პირიქით: დაისჯება), რადგან ასეთია ქართველი საზოგადოებრიობის ნება, მაგრამ თავხედური "მიწოლა" ჯერჯერობით გრძელდება. სხვა "ქართველები" ამ ბინძური ფანატიკოსისა და ბოღმიანი მანიაკის უკან არიან: ვინმე როსტომაშვილი (დღეს _ თბილისის მთავარი არქიტექტორი), ცნობილი ყოფილი მოჭიდავე საღარაძე (თბილისის საკრებულოდან) და ვაჟა შუბლაძე (ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), აგრეთვე გაყიდულ "ჟურნალისტთა" ერთი არაკომპეტენტური ჯგუფიც. შევარდნაძის დიდი მფარველობა პატარკაციშვილისადმი (მარტივი სქემით: პატარკაციშვილი რუსეთში ძებნილია. დღეს იგი ნახევარ საქართველოს "ყიდულობს". მას რუსული სამართალდამცავი ორგანოები დაიჭერენ, გაასამართლებენ და მისგან "კონფისცირებულ" ქონებაში ის ნახევარი საქართველოც მოყვება) აგრეთვე დამაფიქრებელი უნდა იყოს. ღმერთმა ქნას, რომ საქართველოსა და იზრაელის ურთიერთობათა ის მომავალი, რომელსაც მე ჩემს წარმოსახვაში ვხედავ ოპტიმისტური განწყობილების მომენტებში, რეალობად იქცეს. მაგრამ სიფხიზლე მუდამ ჩვენი ვალია. ერთსაც შევნიშნავ (რათა გაუგებრობა არ შეიქმნას). მოსიაშვილის "საქმეში", რამდენადაც მე მას ვიცნობ, არანაირად არ მონაწილეობს იზრაელის საელჩო. არ მონაწილეობს არც ვინმე ინტელიგენტი ებრაელი, რაც ამ თემაზე მოსიაშვილის მხრიდან შემდგარი ტექსტებიდან ჩანს. დავძენ. ყოველივეზე, რასაც მოგახსენებთ, სრული პასუხისმგებელი ვარ.
პატივისცემით ნ. ნათაძე
* * *
უეჭველია, რომ საქართველოში 1991 წლის ბოლოდან დღემდე დატრიალებული ტრაგედია ადრე თუ გვიან აუცილებლად შეფასდება, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული. ეს ბოროტება გამოწვეულია არა მხოლოდ დღეს უკვე აშკარა, არამედ ჯერ კიდევ ფარული მიზეზებითაც. ერთი ამ უკანასკნელთაგანი (მის მიგნებას, ახსნას, თუ გნებავთ, შემიძლია "ჩემი ჰიპოთეზა" ვუწოდო) დიდი ხანია მაწუხებს. იგი სიღრმისეულია და, ჩემი აზრით, ფატალურად სახიფათო. მხედველობაში მაქვს ე.წ. მსოფლიო სიონისტურ-მასონური ძალა, რომელიც უკვე დიდი ხანია სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მაგრამ იდუმალად ერჩის საქართველოს. იკითხავთ: "რატომ ასეთი ხმამაღალი განცხადება? წარმოადგინეთ არგუმენტირებული საბუთიო!" ინებეთ, ბატონებო! საქართველო თავისი ჯერაც "სახიფათოდ" მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალით დღეს, ალბათ, ერთადერთი ცოცხალი კულტურული მემკვიდრეა (თუ გნებავთ _ ცოცხალი ჭირისუფალია) უძველესი შუმერულ-ქალდეური კულტურა-ცივილიზაციისა, რომლისგანაც, როგორც მრავალნი ფიქრობენ, ებრაელებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში "დაირჩინეს" და მიისაკუთრეს უდიდესი "ბიბლიური სიბრძნე" და დაიფიქსირეს (ყოველ შემთხვევაში, შემდგომ საუკუნეებში მაინც) დღეს უფართოესად ცნობილი და აღიარებული თავისი ერთპიროვნული ავტორობა-მემკვიდრეობა მასზე. არადა ეს "ერთპიროვნული მემკვიდრეობა" კარგა ხანია სადავოდ არის გამხდარი (მოსალოდნელია, რომ ამ თემაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაცხოველდება შუამდინარეთში არქეოლოგთა სამუშაოდ დღეს ახლებური პირობების შექმნის და სავსებით შესაძლო უცნობი უძველესი წერილობითი წყაროების მოპოვების შედეგად). ჩემი ეჭვიც, რომელიც ვახსენე, იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამ ვითარებას შეეწირა დღეს წმინდანად შერაცხილი კირიონ კათოლიკოსი (იგი, ოფიციალური ვერსიით, მხოლოდ ბოლშევიზმის და რუსული ეკლესიის მესვეურებმა იმსხვერპლეს. იხ. ამ რიგის თემებისადმი კირიონ კათალიკოსის ინტერესის საილუსტრაციოდ მისი ქადაგებები, ეპისტოლეები, ფილოსოფიური და თეოლოგიური წერილები). შედარებით ახლო წარსულში არსებობდა რუსული იმპერიის, თანაც _ ორთოდოქსული ათეიზმის იმპერიის, ფეხქვეშ სულთმობრძავი უძველესი, დიდი ქართული კულტურისა და ქართველი ერის ჩარევის გარეშე, უკვალოდ გაქრობა-ასიმილირების რეალური პერსპექტივა და, ამგვარად, ქართველობის წინააღმდეგ შეტევასაც ფაქტობრივად აქტუალობა აკლდა. გარდა ამისა, მყარად ჩაკეტილ იმპერიაში მათთვის ჩვენი ერი ნაკლებ მისაწვდომიც იყო. შემდგომ (1918-21 წ.წ.) და დღეს, როგორც კი დამოუკიდებელ საქართველოს ფართო სამომავლო პერსპექტივა შეექმნა, ვისაც, ამა თუ იმ მიზეზით, აფრთხობს კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ქართველობისთვის კუთვნილი ადგილის აღდგენა-დამკვიდრება, ერის აღორძინების რეალობა, იგი იძულებულია მიმართოს თავისი ანტიქართული ნაბიჯების უკიდურესად რადიკალურ და გადამჭრელ ფორმებს. აქვე მინდა აღვნიშნო სრული პასუხისმგებლობით: მე ვამაყობ და, ალბათ, თავად ებრაელთა უმრავლესობაც ქართველებივით ამაყობს იმ მართლაც უნიკალურად კარგი ურთიერთობებით, რაც საქართველოში (მთელ დედამიწაზე გამორჩეულად) არსებობდა ქართველ ხალხსა თუ სახელმწიფოს და საქართველოში მოსახლე ებრაელებს შორის. ალბათ, ყველაზე ბოროტი ძალა, პიროვნულად აღმსრულებელი ამ ვერაგი ანტიქართული მისიისა (რაც ქართველი ერის გენოციდ-განადურებას გულისხმობს) არის, _ ჩემის აზრით, ერთობ სარწმუნო მტკიცებულებებით _ ებრაული წარმომავლობის ედუარდ შევარდნაძე, დედით ბოლნისელი გერმანელი ებრაელი, (ეს ქალბატონი, გადმოცემით, გურიაში პატეიშვილების ოჯახში ცხოვრობდა ერთხანს), მამით კი ბერძენი(?) ებრაელი. აი, ვის მიაგნეს სიონისტებმა თავის დროზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, ვინ აღაზევეს მ. გორბაჩოვის გვერდით და ვის იყენებენ დღეს უკვე კონკრეტულად ჩვენს წინააღმდეგაც! ის, რომ "შევარდნაძე" მეორეული, საერთოდ "ბოძებული" გვარია, ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს თვით შევარდნაძის მეუღლეს. როდის მიიღო ბერძენი(?) ებრაელის წინაპარმა ეს გვარი _ ვერ კონკრეტდება... (იხ. გ. ცქიტიშვილი "საქართველოს შავი დღეების ქრონიკები" 1999 წ.; ა. კარაულოვი, მოსკოვი "ჟურნალისტის ჩანაწერები, ინტერვიუები"; პ. პერესვეტი, მოსკოვი 1993 წ. "ხელისუფლება და პიროვნება" და სხვ.). ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია საქართველოში დღემდე წარმოუდგენელი ფაქტი: თბილისის ებრაულ სათვისტომოში ადგილობრივ ებრაელთა თითქმის ერთსულოვანი ნების საწინააღმდეგოდ დაინიშნა ახალი რაბინი (არიელი), ქართულ ენაზე მეტყველებისაც კი აღმკვეთი, რომლის უკიდურესად ანტიქარულ განწყობილება-ქცევას მსხვერპლიც კი მოჰყვა _ შინაგანი წინააღმდეგობის ნიადაგზე ახალგაზრდის თვითმკვლელობის სახით (მ. ბინიაშვილის ვაჟი). ეს "მიფუჩეჩებული" ფაქტებია, მათზე არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მედიაც დუმს. ასეთი ვითარება ძალიან უცნაურად გამოიყურება ებრაელებთან თითქმის სამიათასწლოვანი ურთიერთობის ისტორიის ფონზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აღმდგარ მრავალ მოღალატეს იცნობს, თვით რიგი ნაძირალა ქართველების ჩათვლით, მაგრამ საქართველოს მაცხოვრებელი ებრაელის მიერ ჩადენილ ღალატს არასოდეს ჰქონია ადგილი! ეს ურთიერთთანადგომა ჭეშმარიტად წმინდა და ორმხრივი იყო. ასე რომ, მსგავსი გაუცხოების ბოროტი თესლის ასეთ დონეზე გაღვივების მცდელობა და თავად ფაქტი საქართველოში ებრაელ რაბინთა ასეთი მოულოდნელი მეტამორფოზისა (თუნდაც ერთეულისაც), ძალზე "შორიდან და ძალზე მაღლიდან" ორგანიზებულს და მართვადს ჰგავს! გავიხსენოთ სახაროვის (ეროვნებით ებრაელის) მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოულოდნელი ცილისმწამებლური განცხადება, საქართველო "პატარა იმპერია" არისო! ეს მიზანმიმართული ცილისწამებაც იმავე "შორსა და მაღალ ხელზე" ხომ არ მიგვითითებს? ან რატომ არავინ სვამს კითხვას, რატომ, რა მანქანებითაა განპირობებული ის უცნაური გარემოება, რომ საქართველოში დღეს არც ერთი არაბული ქვეყნის საელჩო არაა, მათ შორის არც დასავლეთთან საუკეთესო ურთიერთობის მქონე ქვეყნებისა, როგორნიც არიან, თუნდაც, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და სხვა? ბევრს ახსოვს თავის დროზე (შევარდნაძის ცეკას მდივნად აღზევებისთანავე) გახმაურებული "ლაზიშვილის ბიზნესის" სასამართლო საქმე. მასში არაერთი ეროვნებით ებრაელიც გადიოდა, მაგრამ (მადლობა ღმერთს!) ყველანი გადარჩნენ, ხოლო ლაზიშვილის ჯგუფის ბოლშევიკური "განადგურების" შემდეგ მისი სამოქმედო სივრცე (და არა მხოლოდ ეს და გაცილებით ფართო მასშტაბებით) თითქმის მყისიერად ებრაელ საქმოსანთა ჯგუფმა დაიკავა (რა თქმა უნდა, ფორმით ისევ "არალეგალურად"). ბევრი გამომძიებელთაგანი და მონაწილეთაგანი დღესაც ცოცხალია _ ისინი თითქმის დაუფარავად "გრძნობდნენ", რომ ასეთი იყო მაშინდელი "უმაღლესი ნება". ჯერაც არ მოგვიშუშებია პაწაწა "კაცუნა ვ. რაზმაძის" და მისი შეთითხნილის "თახსირ-აკადემიურად დამაგვირგვინებლის" ა. ბალუაშვილის პროკურატურის პროშევარდნაძისტული საგამომძიებლო ტომები. ეს ა. ბალუაშვილი, პროკურატურიდან ძლივს მოშორებული და იზრაელში "დასამოძღვრად" მივლინებული, ისევ დაგვიბრუნდა კიდევ უფრო გამანადგურებელი ფუნქციით _ სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. დიახ, ე. შევარდნაძის "ცრუყოჩობისა" და მზაკვრობის უბოროტესი აქციაა, ადამიანობისა და კაცობრიობის წინაშე უმძიმესი, აქამდე საერთოდ გაუგონარი დანაშაულია მისი და არძინბას მიერ ერთობლივად საქართველოსთვის მოწყობილი (უკანასკნელ წვრილმანამდე და სიმდაბლემდე სკრუპულოზურად ორგანიზებული) სასაკლაო აფხაზეთში და არა მხოლოდ აფხაზეთში, რასაც ბოლომდე ვერაგულად ადგილზევე პირადად მართავდა ჩვენი "მამაცი დიდი პოლიტიკოსი". (როგორც საყასბო-სასაკლაოზე "ცრუყოჩობს", გილიოტინამდე არ მიღწეულს, გვერდითი კარიდან გაარიდებენ ხოლმე, ისე "გმირულად" გამოაპარეს იგი სასაკლაოდ ქცეული სოხუმიდან, თანაც ისიც "მოხერხდა", რომ ამ გაუგონარი ბოროტების პირუთვნელი მოწმე, უკვე ნამდვილად "ვეღარ მართვადი" ჟიული შარტავა, სასწრაფოდ მოკლეს). დღეს ბევრნი სამართლიანად საუბრობენ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე _ აფხაზეთში მომხდარი ვანდალიზმის, სახელდობრ, ქართველთა გენოციდის და მათ წინააღმდეგ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მასალების წარდგენაზე ამ სასამართლოს წინაშე. საქართველოს ხელისუფლება ამას სისტემატურად შეგნებულად აფერხებდა, "წარმატებით" ბლოკავდა. სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო რეაგირების გარეშეა დატოვებული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის _ რუსეთის დუმის 25.09.1992 მსოფლიო პრაქტიკაში სამართლებრივად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ შეიარაღებული ინტერვენციის წაქეზებისა და ორგანიზების შესახებ რუსეთის ტერიტორიიდან, შედეგად კი საქართველოს ტერიტორიის ვანდალური ოკუპაციის ფაქტი! ნიშანდობლივი და დაუჯერებლად ამაზრზენია, რომ რუსეთის პარლამენტის ამ ოფიციალური გაუგონარი მუქარა-გადაწყვეტილებიდან სამიოდე დღეში "ჩვენი დიდი პოლიტიკოსი" "გაეროს" გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან "ხეს და მიწას ედებოდა" და ამ აშკარად ღია აგრესიის საფრთხეზე სიტყვაც არ დაუძრავს(!?). ხოლო კიდევ სამიოდე დღეში _ 1 ოქტომბერს დაიწყო და განხორციელდა "გაყიდული" გაგრის შემზარავი ტრაგედია _ ქართველი ერის გენოციდი, მისი შემდგომი უკვე კატასტროფული შედეგებით. როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია! ამ უკვე ათი წლის ხანდაზმულობის მქონე მასალების ფონზე, სახეზეა იმავე დანაშაულის (თითქმის უწყვეტად) ახალი გაგრძელების ფაქტებიც, ე.ი. დანაშაულებრივ ქმედებათა პერმანენტულობის მტკიცებულება (ე.წ. ხანდაზმულობის ვადის გადახედვის საფუძველი), რომელთა გატანას საერთაშორისო სასამართლოზე სჭირდება მხოლოდ ერთი რამ _ საქართველოს პარლამენტის მიერ რომის კონვენციასთან შეერთების აქტის გატარება (რატიფიკაცია), რასაც პარლამენტში ხუთწუთიანი პროცედურა სჭირდებოდა, მეტი არა (ეს ახლაღა გავიდა ქუჩის აქციის მეშვეობით.). ერთობლივ პოლიტიკურ მაქინაციებში გასვრილი შევარდნაძის ვითომ მუქარა არ აშინებს არძინბას და ამიტომ იქცა ეს უკანასკნელი "ბატონ არძინბად" საქართველოს პრეზიდენტის ლექსიკონში. როგორც თავიდანვე ვეჭვობდით, არძინბას მისი პატრონების ანუ რუსებისაგან, მოეპოვება საკმარისი მასალები, რომლითაც შესაძლებელია ომის პროვოცირებასა, წაგებასა და ქართველთა გენოციდში, რუსეთის მეშვეობით, პირადად შევარდნაძის, როგორც მთავარი ორგანიზატორის, წამყვანი როლის დამტკიცება. დამანგრეველი საკანონმდებლო აქტებით, შეგნებულად ანტისახელმწიფოებრივი, უპრინციპო, არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით, განუკითხაობით, უზნეობისა და ურთიერთშუღლის დამკვიდრებით სახეზეა საქართველოს პოლიტიკური, ინტელექტუალური, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, კულტურული, დემოგრაფიული, საერთაშორისო მხარდაჭერის პოტენციალის დაცემა, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდანვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმის "ორგანიზებული დეზორგანიზაციის" გზით. გრძელდება ე.წ. კონფიდენციალური ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმება-გარიგებანი "უმაღლეს დონეებზე" ჯავახეთის, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ქვემო ქართლის "პრობლემებზე". (შევარდნაძემ გააუქმა 25 კმ-იანი სასაზღვრო ზონის ნორმა და დააკანონა აღნიშნული მიწების გასხვისება; დაბეჯითებით ცდილობს ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციურად დაკანონებას; უცხოელებზე გაყიდა თითქმის ყველა სტრატეგიული დანიშნულების სახელმწიფო ობიექტი; ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტებით ძირეულად მოშალა სამხედრო სამსახურის ინსტიტუტი ქვეყანაში და ა.შ. და ა.შ. პერმანენტულად გრძელდება ცალკეული "პოლიტიკური წრეების" ან რეგიონების თითქოსდა ურთიერთშუღლისა და დაპირისპირების პროვოცირება-ინსცენირება, დესტაბილიზაციის ხელოვნური "აგორება", თითქოსდა ურთიერთგაუტანელი, მცონარა ერის, არაერთსულოვანი ქვეყნის "საერთო უსუსურობის" იმიჯის ილუსტრაციის მიზნით, ახალი მოღალატურ-გამცემლური გარიგებების, დათმობების, ტერიტორიალური დანაკარგების ორგანიზება. ეს პრეზიდენტის ნაცადი ხერხია არა მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დაკნინების გასაძლიერებლად, არამედ დაბეჩავებული ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი კარიერის მაქსიმალური გახანგრძლივებისთვისაც. ასეთმა ინსპირირებულმა დესტაბილიზაციამ დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად შეიძლება "ბუნებრივად" მიაღწიოს პიკს. შემთხვევით არ აუგორებია(თ) "ქართველების რელიგიური ექსტრემიზმის" (მსოფლიოში ტირაჟირებული) ყურით მოთრეული ბრალდება _ მზაკვრულად პროვოცირებული ცალკეული აგრესიული სექტების ხელოვნური "გაჯეჯილებით" ქვეყანაში. თუმცა არც ამ სექტებს "ხელაღებით" დაპირისპირებული ძალების შესაძლო პროვოკატორობაა გამოსარიცხი(!). მას ერთი პერიოდი განზრახული ჰქონდა აფხაზეთსა და სამეგრელოში სახიფათო "ალიანსის" აგორება-წაქეზებაც (გაიხსენეთ მხედრიონელთა დაგეშვა სამეგრელოში და დღესაც ამ კუთხეში ხელოვნურად ინსპირირებული გაუსაძლისი სოციალური და კრიმინალური პრობლემები). არა მგონია, ამ უბოროტეს მკრეხელობაზე მას დღესაც ხელი ჰქონდეს აღებული: იგი კვლავაც ცდილობს, გამწარებულ და დამშეულ აქაურ მოსახლეობას ხელოვნურად "შეუქმნას საარსებო შანსი" _ ე.წ. კორიდორი რუსეთზე გასასვლელად ჯერ ვითომ არალეგალურად (აფსუების დახმარებით და რუსების "წაყრუებით"), ხოლო შემდგომ _ პერმანენტული გაუსაძლისი ყოფითი ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით და ამ გასვლა-კონტაქტების უხეში "შეზღუდვით", ადგილებიდანვე ამ სიტუაციის ლეგალიზაციის ლოზუნგი "შემოაცუროს", (თანაც ეს "მოძრაობა" გალელების და მთელი სამეგრელოს ღალატადაც კი გამოგვიცხადოს ხმამაღლა), რათა ერთადერთ "ხსნად" სამეგრელოს რუსეთისაკენ გზის გაკაფვა _ ანუ ამიერკავკასიისკენ რუსეთისათვის თავისუფალი გზის მიცემა _ შესთავაზოს. ...და ისევ სამეგრელოს "შეაწმენდს" ხელს... (ამის ერთ-ერთი უმზაკვრესი წინაპირობაა აღდგენილი სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა და პრეზიდენტის ახალი კაპიტულანტური ერთპიროვნული შეთანხმებანი). ცნობილია პრეზიდენტის ადრინდელი ე. წ. "კონფიდენციალური საუბრები" ა. ჭაჭიასთან. გაავლეთ პარალელი, თუ რა მოჰყვა უფრო ადრე ასეთ "კონფიდენციალურ საუბრებს" ლუდვიგ ჩიბიროვთან: მისგან დამოძღვრილი ლ. ჩიბიროვი მაშინვე ვლადიკავკაზს გაეშურა და ერთ კვირაში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე" აალაპარაკა ქვეყანა. ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე დიალოგშიაც ხომ ჩვენი პრეზიდენტის მიერაა სრულულფებიან სუბიექტად ჩასმული ჩრდ. ოსეთი და მისი პრეზიდენტი (მაშინ როდესაც აფხაზეთის ქართველების მსგავსად, შიდა ქართლის ქართველობაც გამოთიშულია ამ "მოლაპარაკებებიდან"(?!) ზემოხსენებულთან დაკავშირებით იმ იმედზეღა ვრჩებით, რომ, როგორც ჩანს, "დიდმა პოლიტიკოსმა" ამჯერად ვერ შეძლო ვერც ა. ჭაჭიას ძველი კოლხური გენეტიკის და ვერც სამეგრელოს გაბრიყვება. ამინ შენს მადლსა, უფალო! გული აერევა კაცს, თუ გავიხსენებთ პრეზიდენტის თავწახრილ ინტერვიუებს რუსეთის ტელევიზიის შიდა არხებზე, როდესაც რუსი იმპერიული ძალების და გენერალიტეტის მისამართით გაოცებით კითხულობდა: "ამაზე მეტი დათმობები, რაზედაც მე გთანხმდებით, სხვა ვისგან შეგიძლიათ მიიღოთო". ეს ჩვენი საეთერო სივრცისათვის მისაწვდომადაც რამდენჯერმე გაცხადდა. (იმ დროს რუსეთი გროზნოში მყოფი ზვიად გამსახურდიას ტრაგედიას ჯერ კიდევ ენერგიულად ათამაშებდა!). ასეთი ზნედაცემული, მოღალატურ-გამცემლური, "პარაჟენცულ"-ცვედანური ვიდეო და აუდიო მასალები გასანადგურებლად მისთვის მიუწვდომელ არქივებში, უამრავია. გავიხსენოთ ისიც, როგორ შემოგვაჩეჩეს და ვინ არის ეს ვითომ "გერმანელი", ჯერ კიდევ შიდა ქართლში უკვე სახელგატეხილი "ეუთოელი" დ. ბოდენი, რომლის "წინააღმდეგიც" (პრეზიდენტის და ჩვენი სხვა ოფიციოზის ვირეშმაკული წინმსწრები "პროპაგანდისტული განმარტებით") თითქოსდა თავიდან რუსეთი იყო, მისი როგორც "პრეზიდენტის მეგობარი გერმანიიდან" წარმომავლობის გამო? ეს ხომ ყველას ახსოვს! აი, გაუთავებლად რა პრიმიტიულ და ბინძურ თამაშს გვახვევენ თავს!!! დიახ, დ. ბოდენმა უკვე სავსებით ნორმალიზებად სიტუაციაში მდგომარეობა თავდაყირა დააყენა და "მაშველი რგოლის" ფუნქციით მოევლინა ჯერ ოს სეპარატისტებს, ხოლო შემდგომ აფსუებს. იგი მათ იდეოლოგიურ და პრაქტიკულ დიპლომატიურ "დამკვალიანებლად", დასაყრდენად იქცა აფხაზეთში. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი და როდის? მას ხომ უმაღლეს სახელმწიფო დონეზე (ზღვარდაუდებელი დითირამბებით, ლაქიური ლიქნით) მოუწყვეს გაცილება საქართველოდან! და დღესაც ისევ არ გვეშვება ჩვენი პრეზიდენტის ეს უცხოელი "თანამოაზრე", პრეზიდენტისგანვე ჩვენზე ასე ლაღად "გაჯეჯილებული"... აღვნიშნოთ სხვათაშორის, რომ სწორედ ხალხის ამ საყოველთაო დაკნინება-დაკაბალების ფონზე ერთი ცნობილი ერისკაცის მიერ გაკეთებული გულიდან ამოხეთქილი და სავსებით ლოგიკური განცხადება (ეს იყო ამ 7-8 წლის წინ) _ "ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რესურსებით მოსახლეობა დღესაც კი მინიმუმ 1000-ჯერ უკეთესად უნდა ცხოვრობდესო", უკვე დაბეჩავებულ ჩვენს საზოგადოებაში უპასუხოდ დარჩა, ხოლო თავად იგი "ვითარცა ექსორიაქმნილი" გარიყეს. ეს რესურსები კი ქვეყანას ჯერჯერობით დღესაც გააჩნია! ...და ნორმალური "ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების" ვითარებაში გაცილებით მეტია მიღწევადი სულ 1-2 წელიწადში! მთელი ეს მზაკვრობა სწორედ პრეზიდენტის აპარატიდან იმართება. იქ ძალზე მარტივად "იშიფრება" ბევრი პერსონა. ეს თითქოს სხვა თემაა, მაგრამ ღრმად ჩასახედია (ფარდა ასახდელია!) არა მხოლოდ ამ აპარატში, არამედ ცალკეულ საერთაშორისო (მათ შორის _ "გაეროს") წარმომადგენლობათა და ქვეყანაში ცალკეულ ხშირ ვიზიტიორთა პერსონებსა და მათი აპარატის შემადგენლობაშიც, რომლებშიც ხშირად როტაციის ელემენტარული პრინციპებიც უგულვებელყოფილია (სხვადასხვა ადგილობრივსავსე "უბნებზე" მათი დროებით გადაჯგუფებებით და ფუნქციების ფიქტიური მონაცვლეობით). ნუ ჩამომართმევთ მკრეხელობად და ნურც ხელაღებით გაიოცებთ, თუ განვაცხადებ, რომ ზოგიერთ ჩვენთან მოვლინებულ ამ "კეთილმოსურნე" თუ "მეცენატურ" მისიონერთა რიგებში "უცხო ხილი" სულაც არ არის ერთობ დახვეწილი და ძალზე მაშტაბური "პოლიტიკური კორუფციის ვირუსი". ყველამ ვიცით, რომ შევარდნაძე ბოლომდე არასოდეს ენდობოდა ქართველებს. დღეს მან იცის, რომ თვითონვე ვერ მოასწრებს ჩვენს სრულ მოსპობას, ამიტომ თახსირი თამაშით ასეთივე თახსირი თავისი გველაძუა "ბღარტები" (რომელთაგან ზოგიერთს ჯერ თავისად არც აჩენს აქტიურად), გადაუწყვეტია "შემოგვაჩეჩოს" თითქოსდა მის "საწინააღმდეგო ალტერნატივად". ამისათვის ბაზაც შემზადებულია: ქვეყნის სრული კოლაფსის მდგომარეობაში ჩაყენებით და ათასგზის მოტყუებული და გაბითურებული, დაბეჩავებული მოსახლეობის მიმართ წინასწარ სკრუპულოზურად გათვლილი რეჟისურით "ახალი ცრუ ყოჩების" (თანაც _ მასიურად უცხო ბოროტი თესლებისა) არაკაცობით უფსკრულში უკვე საბოლოოდ გადასაჩეხად. ამრიგად, "ჩვენმა ძვირფასმა" ოპოზიცია-პოზიციამ წინასაარჩევნო ჯიბრი ("ბრძოლა") ფაქტობრივად არა ერთმანეთთან, არამედ სწორედ უკვე გაბრიყვებულ ხალხთან წინასწარ მიზანმიღწეულ, გამარჯვებაგარანტირებულ ბრძოლად ("შოუდ") აქციეს (უფრო სწორად _ უნდათ აქციონ!). ამიტომაც აწყობს მას ვაკუუმი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ფრონტზე და ქვეყნიდან დღეს უკვე კატასტროფად ქცეული ეროვნული ინტელექტუალური ძალის გადინება _ ყველაფერს აკეთებს ამისათვის და უკვე საჯაროდაც კი აქეზებს და ახალისებს ამას! ფაქტია, მისი 30 წლიანი ბატონობის ხანაში ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებასა და განსაკუთრებით ისტორიკოსებს არამც თუ ობიექტური ნორმალური კვლევის, ჩვენი ისტორიის უცხო თესლის მოძალადე გამყალბებლებისაგან თავის დაცვის, ხმის ამოღების უფლებაც წაართვეს(!?). რომ აღარ გავაგრძელო ხსენებული "ალტერნატიული ბაზის" უსასრულო სია (ზოგთა მიმართ თავად კაცურად და ძალზე მტკივნეულად იმედგაცრუებულმა): ჟვანია (თავისი "ცრუპეტელა" პაწაწა ციკანით)-მამრაძე-კავსაძე-თევდორაძე-უკლება-გოგორიშვილ-მერაბიშვილ-რჩეულიშვილ-ბურჯანაძეებს-სალარიძე-ბალუაშვილ-გოგიაშვილ-ბეჟუაშვილებსა და ბევრ _ ძალიან ბევრ _ "უფრო დიდ" სხვებზე, ვიტყვი მხოლოდ, რომ საუბედუროდ "დიდი პოლიტიკოსის" კადრების გადახურებულ მოღალატურ სამჭედლოში არც ტემპი ეცემა და არც მიმართულება იცვლება... რა ხდება?! ან უმეცარი მონა და ნაძირალა უნდა იყო ან "უცხო თესლი"!? ასე იყო ე. შევარდნაძის ყველა ადრინდელ აპარატშიც! "ნახევარი ნაბიჯი წინ _ 10 ნაბიჯი უკან!" აი, ე. შევარდნაძის ანტიქართული პოლიტიკის მზაკვრულად დახვეწილი მეთოდოლოგია და ტექნოლოგია, საიდანაც მოდის მისი ეს გაუთავებელი "კომპრომისების პოლიტიკა" და, თანაც, ყოველთვის მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ. გარდა პოტენციური ოპონენტის მოხსნისა, შესაძლებელია სხვა მიზანიც: არის შეუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთში მარცხის შემთხვევაში სიონისტური მოძრაობა დამკვიდრების ალტერნატიულ წერტილად საქართველოს ტერიტორიას მიიჩნევს. დამაფიქრებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს, (ადრე ეს არ ყოფილა), უკანონო არქეოლოგიური გათხრების წარმოება "მოხალისე" უცხოელებსაც შეუძლიათ(?!) (იხ. მასალები საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, შ.ს. სამინისტროში, საქართელოს მეცნიერებათა აკადემიაში, სახ. კანცელარიაში). შემთხვევითია,(?) განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, საქართველოში და უკვე თავად მცხეთაშიც, (მცხეთის რაღაც "იერუსალიმიზაციის" პერსპექტივებზეც ალაპარაკდა ამას წინათ თავად(!) პრეზიდენტი!?), "მათი" ფეხის ასე ღრმად ჩადგმა?!: _ ბერეზოვსკი, მისი რუსი ებრაელი გენერლებით და ბიზნესით თითქმის მთელ აფხაზეთში და არა მხოლოდ აფხაზეთში, მისივე პატარკაციშვილი _ თავისი ლორთქიფანიძე-ჯაოშვილებით და სხვები უკვე მეტასტაზებად მოდებულნი მთელ საქართველოს, ან კიდევ იგივე "მასტის" ჩუბაისი და თავად შევარდნაძე თავისი... მათი და კიდევ სხვათა ჩამოთვლა ძალიან გაგრძელდება!.. ღმერთმა დაიფაროს, და, თუ მართლა იძალეს არაბებმა, სათადარიგო ედემივით საცხოვრისი (მთელი საქართველო) სიონისტებს, უკვე "კანონიერად" შესყიდულიც, უბრძოლველად შეიძლება "დაახვედრონ" ჩვენთან(!!!). ამერიკის დღევანდელი მსოფლიო ინტერესი, რა თქმა უნდა, ცნობილია სიონისტურ-მასონური მსოფლიო წრეებისათვის. უთუოდ, სიონიზმი ამაში ხედავს საშუალებას, ისარგებლოს შემთხვევით და ამერიკისათვის საინტერესო ამ სტრატეგიულ სივრცეში მონოპოლიური უფლებებით გაბატონებასთან ერთად ყველგან ძირშივე მოსპოს "ადგილობრივი მეტოქის", (ოპონენტის), კულტურული ფუძე-არეალიც, რაზედაც "ახალგაზრდა" ცივილიზაციის თანამედროვე ამერიკა ვერც იეჭვებს და თავსაც არასოდეს შეიწუხებს... ეს თანხვედრილი, არაერთგანზომილებიანი ინტერესების შესაძლო ბრმა ალიანსი" კი ერთობ საშიშია... არადა, დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე აქამდე გაუგონარი არაორდინარული მოვლენების ფონზე ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვრებში აღორძინება-დამკვიდრების პერსპექტივა (თუ საერთოდ არ გადაშენდა ადამის მოდგმა პროგნოზირებული სულიერი და ფიზიკური კატაკლიზმებით) რეალურზე უაღრესად რეალურია. უმძიმესი კითხვები ტანჯავს და თრგუნავს, თანაც საბოლოოდ აბნევს დღეს ქართველობას: დაუჯერებელია ასეთი ბოროტებაო! როგორ გაწირავსო "დიდი პოლიტიკოსი" თავის სახელს, მომავალსო! ხომ ფიქრობს, ხომ ეშინია ქართველობაში უკვე დამკვიდრებული საყოველთაო ზიზღისა და სიძულვილისაო! საოცარია, როგორ ითმენს ამდენ სიბინძურესა და ლაფში გასვრას, უმძიმეს ბრალდებებსო!.. ითმენს, რომ დრო მოიგოს, გააგრძელოს "მისი ბოროტი თამაში" და ბოლომდე მოგსპოს! შენ კი, მისი აზრით, უკვე დღეს ცარიელი დაბრალების გარდა არაფერი შეგიძლია! დაუკვირდი და დაფიქრდი, ქართველო! რა მწირი და უბადრუკია მისთვის ქართველი ერის თუნდაც ისტორიული მეხსიერების წინაშე (რომელსაც მოსპობას უპირებს) შებღალულ რეპუტაციაზე ფიქრი, როდესაც უკვე შეება ამ მასშტაბური და გლობალური, მისთვის ესოდენ "მესიანური ფუნქციის", სიონიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "ამოცანა-მისიის" გადაწყვეტა-აღსრულებას! ფრთხილად და ფხიზლად, ქართველებო! _ საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!
გორდა დ. 11.05.2003წ.
P.S. ცხადია არამც თუ წარმოდგენილი ბრალდებების მთელი სიმძიმე და აშკარა ფაქტობრივი დამაჯერებლობა, არამედ ისიც, რომ ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი მოვალეა პირადად საჯაროდ წარსდგეს ქვეყნისა და ერის წინაშე, (თუნდაც ტელევიზიით, პირდაპირი, შეუზღუდავი საკონტაქტო ეთერით და ჭეშმარიტი მამულიშვილი ოპონენტებით სტუდიაში), და შეეცადოს ფაქტობრივად უარყოს ბრალდების თუნდაც ერთი პატარა პუნქტი ამ უმძიმესი ბოროტებიდან. სხვა შემთხვევაში..!
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |