|
"საქართველო "
დოკუმენტი თუ "დოკუმენტი"?!
"რაც ავტონომიებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით ფორმალურად უარყოფითი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტებზე, სინამდვილეში კი იგი გარდაუვალია ნებისმიერი სახელმწიფო წარმონაქმნისათვის?!"
წინამდებარე დოკუმენტი თუ "დოკუმენტი" (ორთაგან რომელია იგი სინამდვილეში, არ ვიცით) კარგა ხანია, რაც მიმოქცევაშია პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებაში. ვინ არიან მასში ნახსენები პიროვნებები ადრესატის ჩათვლით (ვაჟა ლორთქიფანიძე, ერთ დროს საქართველოს ელჩი რუსეთში) და რა ანტიქართულ პროექტებზე და პოლიტიკურ სვლებზეა ლაპარაკი, ეს მეტ-ნაკლებად გასაგებია, თვით "დოკუმენტისა" თუ დოკუმენტის წარმომავლობა კი (და, მაშასადამე, მისი ნამდვილობის საკითხიც) ბნელითაა მოსილი. ბერეზოვსკის "კეთილი ინიციატივა" რომ საქართველოსთვის კეთილს არ გულისხმობს, ნათელია. ეს პიროვნება პოლიტიკაში ჩაბმული ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია, რომელიც პუტინთან "კონფლიქტის" სიმულაციის მდგომარეობაში იმყოფება და აფხაზეთში უძრავ ქონებას ყიდულობს დიდი მასშტაბებით. გალსა და კოდორში რა "საკითხებს" ხედავს შევარდნაძე და რა მიმართულებით ცდილობს მათი გადაჭრის წაყვანას, ეს მისი მოქმედებიდან კარგად ვიცით. "საპრეზიდენტო არჩევნები ავტონომიებში", რაც "გარდუვალია ნებისმიერი სახელმწიფო წარმონაქმნისათვის", ალბათ, გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზისა და "ოსისთვის" სახელმწიფო წარმონაქმნის სტატუსის შექმნას. რაა "გერმანული ვარიანტი", არ ვიცით. "სამოკავშირეო ხელშეკრულება" რომ რუსეთთან (და, შესაძლოა, მასთან ერთად "ესენგეს" ამა თუ იმ ქვეყნებთანაც) ხელშეკრულებას გულისხმობს, უეჭველია, ხოლო "მეგობრები", რომლებმაც ამ ნაბიჯის აუცილებლობა უნდა გაიგონ და რუსეთისადმი ესოდენ ყურმოჭრილი დაქვემდებარება შეგვინდონ, დასავლეთის დიდი დემოკრატიები არიან. "ლუდვიგი", ალბათ, ჩიბიროვია, "სერგეი" ვინ არის, არ ვიცით. "მასპინძელი მხარე", ალბათ, რუსეთია, სადაც შეთქმულების მორიგი თათბირი უნდა ჩატარდეს. "მხატვრის" ვინაობა არ ვიცით. თქმულიდან გამომდინარე, გაზეთის წინამდებარე ნომერს გავუგზავნით ე. შევარდნაძეს და ვთხოვთ, დაადასტუროს ან ოფიციალურად უარყოს ამ ტექსტის ნამდვილობა.
"საიდუმლო მასალები"
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |