"საქართველო "
# 14 (1802)
ოთხშაბათი, 10 სექტემბერი 2003 წელი

რად უჯდება ინგლისს მოკლე ომი?

1991 წლის ერაყის ომში მონაწილეობა დაახლოებით 45 ათასი სამხედრო მოსამსახურით ინგლისელებს დაუჯდათ 2,5 მილიარდი ფუნტი, რაც დღევანდელი კურსით 3,3 მილიარდს უდრის. ეს ტვირთი ინგლისს დიდად შეუმსუბუქა იმან, რომ ამ თანხის დიდი ნაწილის გადახდაში სხვანი შეეხიდნენ, მათ შორის _ იაპონია და გერმანია. ამჯერად ინგლისის ხარჯებმა ერაყის ომში დაახლოებით 3,5 მილიარდი ფუნტი შეადგინა, რაც ასატანია, ანუ არ იწვევს არც სახელმწიფო ბიუჯეტის დანარჩენი სფეროების შეკვეცას, არც გადასახადთა გაზრდის აუცილებლობას. მაგრამ რა იქნება შემდეგ, როცა წამოვა და წამოვა ახალი მოთხოვნები სამხედრო საჭიროებებისათვის, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა შემდგომი სრულყოფა ან, ვთქვათ, სამშვიდობო ოპერაციები დედამიწის რომელსამე ცხელ წერტილში? ბოსნიისა და კოსოვოს გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ათი ათასი მემშვიდობის განლაგება და მოქმედება ერთი წლის მანძილზე ჯდება 1,6 მილიარდი ფუნტი, ხოლო თუ ამას ზედ მივათვლით ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს, მაშინ ამ თანხას ზედ კიდევ 25 მილიარდი დოლარი უნდა დავუმატოთ.

დიდი ბრიტანეთის საჯარო ხარჯები მთლიანად შეადგენს 455 მილიარდ ფუნტს, ანუ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 41%-ს, დღეს სათავდაცვო ბიუჯეტი მთელი ეროვნული შემოსავლის 2,3%-ს შეადგენს, რაც ნაკლებია 15 წლის წინანდელ 4%-ზე, მაგრამ თუ ზემოხსენებული სამხედრო ამოცანები ძალაში დარჩა ან ძალაში შევიდა, საჭირო გახდება დღევანდელი ხარჯების გაზრდა წლიური 1,2%-ით.

THE ECONOMIST



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com