|
"საქართველო "
ვინ არის ტელეკომპანია ალ-ჯაზირა?
ეს კომპანია დღეს ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც არაბული სამყაროს ცხელი წერტილებიდან და არაერთი სხვა ადგილიდანაც ყველა "ცხელ-ცხელი" და დასავლური გემოვნების არდამრიდი ინფორმაციის გამავრცელებელი. მაყურებელსა და პრესის მკითხველს ახსოვს მის ეთერში ისეთი ოდიოზური პირების ინტერვიუებისა და გამოსვლების გამოჩენა, როგორიცაა, მაგალითად, ბინ-ლადენი და ბოლო დროს _ სადამ ჰუსეინიც. თHE EჩONOMIშთ-ის ცნობით, მისი დამფინანსებელია კათარის მთავრობა, ხოლო მის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ბი-ბი-სი-ს არაბული სამსახურიდანაა მოსული, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. კომპანია ფიქრობს, არაბული აღმოსავლეთის 45 მილიონი მაყურებელი მოიცვას და, გარდა ამისა, ინგლისურენოვანი ფართო მაუწყებლობაც ააგოს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |