|
"საქართველო "
ნარკოტიკები შუა აზიაში
მას შემდეგ, რაც განახლდა ნარკომცენარეების მოყვანა ავღანეთში, შუა აზია მისი პროდუქციის ერთი მეოთხედის გამტარებელი გზაა. ამ გზის ჩამოყალიბება დაიწყო 1990-იანი წლებიდან, ხოლო ჰეროინი აქ გაჩნდა 1995 წელს. შუა აზიისთვის ამ სატრანზიტო ბიზნესს 2,2 ათასი დოლარი მიაქვს. ავღანეთში ნაწარმოები ყოველი 4 კგ ნარკოტიკიდან 1 კგ შუა აზიის გზით გადის. შუა აზიაში ეს საქმე წლიურად 2,2 მლრდ დოლარს ტოვებს. ყველაზე დიდი დაწოლის ქვეშ იმყოფება ტაჯიკეთი, რომელსაც ავღანეთთან 1400 კმ სიგრძის თითქმის დაუცველი საზღვარი აქვს. პაკისტანი და ირანი უსასტიკესად სდევნიან ნარკობიზნესს და ნარკოტრანზიტს (რასაც ვერ ვიტყვით ყველა სხვა ქვეყანაზე, სადაც ამ ბიზნესის ტრასები გადის). ტაჯიკისტანმა 2002 წელს თითქმის 4 ტონა ჰეროინი დააკავა, მაგრამ, ფიქრობენ 80 ტონა ხელიდან გაუსხლტა. გადატანის ფასმა ძალიან აიწია იმასთან დაკავშირებით, რომ "საქონელი" (ჰეროინი) ახლა უფრო კარგად იწმინდება, ვიდრე ადრე იყო. ვითარდება დაკავების ხერხები, კითარდება კონტროლისათვის თავის არიდების ხერხებიც, აგრეთვე "ტრეფიკერთა" ორგანიზაცია და შეიარაღება. ტაჯიკეთში ნარკოტრაზიტთან ბრძოლას თვით პრეზიდენტი აკონტროლებს. აღჭურვილობა კარგია. ეს ბრძოლა დღეს ერთადერთია, რაშიც შუა აზიის ქვეყნებს საერთო ენა აქვთ მონახული. ვინაიდან ნარკოტიკების გადამტანებს ნატურით უხდიან, ეს ბიზნესი თავის უკან ნარკომანთა ფართო კუდს ქმნის. გაეროს მონაცემებით, შუა აზიაში ნარკომანიის ზრდამ ყველაზე დიდი ციფრი გვიჩვენა მსოფლიოში. ამ რეგიონში დღეს 300 ათასი ნარკომანია, ბავშვების ჩათვლით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |