"საქართველო "
# 15 (1803)
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2003 წელნ

საგულისხმო მაგალითი (ფაქტები თუ სამართალი? კვიპროსელები არჩევანის წინაშე)

1974 წელს თურქეთის სამხედრო ჩარევის შედეგად გაფართოვდა კვიპროსის თურქული ნაწილის სამფლობელო და შემცირდა მისი ბერძნული ნაწილისა. თურქებს, რომლებიც მოსახლეობის 18+-ს შეადგენენ, მას აქეთ კუნძულის ფართობის 37+ უკავიათ. საერთაშორისო ესტაბლიშმენტი, გაეროს ჩათვლით, აქტიურად მუშაობს, რათა მხარეები შეათანხმოს, მაგრამ ჯერჯერობით საწადელს ვერ აღწევს. შეთავაზებული პირობები ასეთია: ფომფლო ფედერაცია. კვიპროსის, როგორც მთელის, შეყვანა ევროკავშირში, რაც მას დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. თურქული თემი ტერიტორიის 8+-ს უთმობს ბერძნულ თემს. როგორც ვხედავთ, ეს წინადადებები ემყარება დღესდღეობით არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, მაგრამ არა სამართლის პრინციპებს, რომელთა თანახმადაც, თითქოს, ძალადობით მოპოვებულის შენარჩუნება, - თუნდ ნაწილობრივი, - შეუძლებელი უნდა იყოს.

ბერძნული თემის ლიდერმა პაპადოპულოსმა მიიღო გაეროს ეს წინადადება, თუმცა შენიშნა, რომ ბერძენთა წყლულებს ამით მაინცდამაინც არ ეკურნება, თურქული თემის ლიდერმა კი - არ მიიღო. მის შეურიგებელ პოზიციას ამაგრებენ თურქეთის გენერლები, რომლებიც კვიპროსის თურქულ ტერიტორიას მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოზიციად თვლიან. თურქეთს, THE ECONOMIST-ის აზრით, იმის იმედიც აქვს, რომ კვიპროსის საკითხს გამოიყენებს ევროპელებთან ვაჭრობისას ევროკავშირში თურქეთის შეშვების თაობაზე, მაგრამ ეს იმედი, ჟურნალის აზრით, ამაოა. ჟურნალს უფრო იმის იმედი აქვს, რომ თურქული თემის ავადმყოფი ლიდერი დენქთაში მალე წავა, ხოლო რეფერენდუმის შემთხვევაში ორივე თემი გაეროს წინადადებებს "ჰოს" ეტყვის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com