"საქართველო "
# 15 (1803)
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2003 წელნ

პატარა და ძალიან ცივი ომი (კუბა და ევროკავშირი)

ევროკავშირი საგრძნობლად ეხმარება კუბას. მხოლოდ "დახმარება განვითარებისათვის", რომელსაც კასტრო იღებს, 15 მილიონი ევროა წლიურად. კუბა ევროპელებთან ვაჭრობს, მას აუარებელი ევროპელი ტურისტი ჰყავს. კუბა ისწრაფის კოტონუს შეთანხმებასთან შეერთებას - 78 ყოფილი ევროპული კოლონიის კავშირთან, რომლის წევრებსაც ევროპელთა მიერ საკმაოდ ხელსაყრელი სავაჭრო პირობები აქვთ შექმნილი. მაგრამ კუბას, როგორც ერთპარტიულ ქვეყანას, ამ მიზნის მიღწევა გაძნელებული აქვს.

კასტრო დროდადრო ჯიუტობს და აცხადებს ხოლმე, რომ ევროპელები კუბის საშინაო საქმეებში ერევიან, ისე როგორც "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებს სჩვეოდათ ცივი ომის დროს, მაგრამ, ძირითადად, საქმე მაინც ურთიერთობათა განვითარებისკენ მიდის. ასევე კანონზომიერია, რომ კასტრო მაშინ ტკბება ხოლმე, როცა უჭირს, და ევროკავშირში ზოგი მხარს უჭერს კუბის მიღებას კოტონუს შეთანხმებაში, რადგან ამით ხელი შეეწყობა დემოკრატიას კუბაში, ზოგი კი პირიქით ფიქრობს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com