"საქართველო "
# 15 (1803)
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2003 წელნ

ჩვენი ბირთვოსანი მეზობელი (ირანის ატომური ამბიციების პერსპექტივები)

მკითხველმა იცის, რომ რუსეთი წლების მანძილზე ეხმარება ირანს ბირთული პროგრამის განხორციელებაში. მშენებარე რეაქტორი, რომელსაც აჩენენ და არეკლამებენ, სპარსეთის ყურის ნაპირზეა, ბუშერში. სხვა ორი, რომელსაც არ არეკლამებენ, ნატანძსა და არაქშია. უცხოელები, გარდა რუსეთისა, კვირობენ, რად უნდა ირანს ბირთვული ენერგია, როცა თავზე საყრელად ნავთობი აქვს. რუსეთის სამხედრო დახმარებაში ირანისადმი ხელშემშლელ როლს თამაშობს დასავლეთი, რომელმაც, მაგალითად, 2001-2002 წლებში რუსეთს არ მიაყიდინა ირანისთვის 2 მილიარდი დოლარის იარაღი. ხელი ეშლება რუსეთის მიერ ირანთან ნაკისრი ვალდებულებების დროულსა და სრულ განაღდებასაც ბირთვული ობიექტების მშენებლობის დარგში. მიუხედავად ამისა, პროგრამა გრძელდება. ირანი აცხადებს, რომ იგი გაგრძელდება "უსამართლო ემბარგოს" მოხსნამდე და რომ მას 5 რეაქტორი სჭირდება. საეჭვოა, საქართველოს უახლოეს მომავალში ახალი ბირთვოსანი მეზობელი არ გაუჩნდეს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com