|
"საქართველო "
ყურებჩამოყრილი ლიტერატურა
იაპონიის ხანგრძლივ ეკონომიკურ ზეობას შესაბამისი ტრიუმფატორული ლიტერატურა მოჰყვა. იდეა, იაპონელებმა ყველაზე უკეთ ვიცით საზოგადოების ორგანიზება, ამას ჩვენი მიღწევები მოწმობსო, ამ ლიტერატურაში განუყოფლად ბატონობს. ახლა, როცა იაპონიის ეკონომიკამ მოიწყინა, ლიტერატურაც, ცოტა არ იყოს, დაღონდა. ცხადია, რომ ამ მოწყენაში თავისი როლი ეკუთვნის იაპონიის თავს დამტყდარ ორ უბედურებასაც - მიწისძვრას კობეში და სექტანტების მიერ გაზით ხალხის დახოცვას მეტროში (ორივე მოხდა 1995 წელს).
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |