|
"საქართველო "
პაპი შეწუხებულია
რომის პაპი იოან პავლე II-ის წუხილი ერაყში მოსალოდნელი ომის გამო გამოთქვა ვატიკანის "სამართლიანობისა და მშვიდობის საბჭოს" პრეფექტმა მთავარეპისკოპოსმა მარტინომ, რომელსაც ადრე გაეროში ვატიკანის წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. გაზეთ "ლა რესპუბლიკისადმი" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პაპი "პიროვნულად ჩართულია" თავსი განცდით იმ საშიშროებაში, რაც ომის პერსპექტივას ახლავს, და რომ "ჩვენ ვერ მოვიაზრებთ მსოფლიო პოლიციელს, რომელსაც ჯოხი უჭირავს იმათ საცემად, ვინც ცუდად მოიქცევა".
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |