"საქართველო "
# 2 (1790)
სამშაბათი, 28 იანვარი, 2003 წ.

აღეკვეთება თუ არა ამერიკული საკვები კორეას?

"საკვების მსოფლიო პროგრამამ" რომელიც გაეროს ერთ-ერთი სტრუქტურაა, შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ გამოჩნდა ჩრდ. კორეისათვის ამერიკული საკვების მიწოდების შეფერხების ნიშნები. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ ამერიკელები არ ხდიან თავის ამ ჰუმანიტარულ დახმარებას დამოკიდებულს პოლიტიკურ მოსაზრებებზე. ეს საკვები "ამერიკელი ხალხის მიცემულიაო". შეყოყმანება მორიგი გემის გაგზავნის თაობაზე გამოიწვია შეეჭვებამ, თუ რამდენად სრულად მისდის გაგზავნილი ტვირთი ადრესატს - გაჭირვებულებს, რომელთაც იგი პირველ რიგში სჭირდებათ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com