|
"საქართველო "
ეგვიპტე პასუხობს მოსალოდნელ დემოგრაფიულ აფეთქებას
ეგვიპტის ხელისუფლება წინ იყურება და იმედოვნებს, რომ 2 მილიონ სულს დაასახლებს იმ 218 ათას ჰექტარზე, რომელიც მოირწყვება გიგანტური ჰიდროტექნიკური მშენებლობის დამთავრების შემდეგ. ესაა ტოშკას სატუმბავი სადგურის პროექტი (12 გიგანტური ტუმბო), ასუანის ცნობილი სიმაღლოვანი ჯებირიდან 240 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. მოსარწყავი ფართობი დღეს უდაბნოა, მაგრამ იგი პოტენციაში ნაყოფიერი ნიადაგია და წელიწადში ჭირნახულის არა ერთ, არამედ რამდენსამე მოსავალს მოიტანს.
EIR
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |