|
"საქართველო "
არგენტინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი
არგენტინამ მიაღწია იმას, რომ სავალუტო ფონდი მას აძლევს სესხს (3 მლრდ დოლარი), რომელიც სხვა არაფრისთვის კმარა გარდა იმისა, რომ ცოტა ხანს (უკეთეს შემთხვევაში - უახლოეს არჩევნებამდე) სული მოათქმევინოს. არგენტინის თითქმის კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა დიდწილად მისივე შეცდომების ბრალია, მაგრამ ნაწილობრივ - საერთაშორისო ორგანიზაციებისაც, სავალუტო ფონდის ჩათვლით, რომლებიც მას სრულებით დაუნდობლად მოექცნენ მანამდე, სანამ მისი თავი გადასარჩენი არ გაუხდათ. არგენტინისათვის ამ სესხის მიცემა ეკონომიკურად გაუმართლებელია (სესხის მიმცემის თვალსაზრისით). ამიტომ ჟურნალი THE ECONOMIST ფიქრობს, რომ ეს გულუხვობა სავალუტო ფონდმა გამოიჩინა იმიტომ, რომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია "დიდი შვიდეულისაგან", რომლებიც ფაქტობრივად ამ ფონდის ძირითადი მფლობელნი არიან. რატომ? იმიტომ, რომ არგენტინას ბევრი ვალები აქვს, მათ შორის - მსოფლიო ბანკისაც და ინტერამერიკული განვითარების ბანკისაც და თუ არგენტინის დეფოლტი გამოცხადდა, მაშინ დაზარალდება ამათი ფინანსური მდგომარეობაც და მათი საკრედიტო რეიტინგიც.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |