|
"საქართველო "
THE ECONOMIST რუსეთის ეკონომიკის შესახებ ("ნავთობის მაღალი ფასების წყალობით იგი უკეთესი ჩანს, ვიდრე არის")
რუსეთის ეკონომიკა კარგადაა. მიზეზებია: 1998 წლის დევალვაცია, რამაც წარმოებას სტიმული მისცა, ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა და რუსეთში ნავთობის მოპოვების მკვეთრი გადიდება. რუსეთის ნავთობბარონები შიშობენ, მათი წარმოების ზრდა ნავთობსადენთა სისუსტემ არ შეაფერხოს, და ითხოვენ საკუთარი ნავთობსადენების მშენებლობის უფლებას. მაგრამ მთავრობა უარზეა. ჯერ ერთი, მას მათი კონტროლის ბერკეტები უნდა. მეორეც, იგი დაინტერესებულია უფრო მრავალდარგოვან ეკონომიკაში, ვიდრე მხოლოდ ნავთობისაში, ნავთობი და გაზი ექსპორტის 40+-ს შეადგენენ, მეტალებთან ერთად - 50%-ს, ნავთობპროდუქტებთან ერთად - 63%-ს. ნავთობის დღევანდელი ფასი (30 დოლარი ერთი ბარელი) რომ დაეცემა, რუსეთის ეკონომიკა კვლავ გაჭირვებაში ჩავარდება. ასეთი სტრუქტურის გამო ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას ხელი არ ეწყობა. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, 2001-2002 წლებში გაიზარდა ბუნებრივი რესურსების ექსპორტი და შემცირდა იმ წარმოებებისა, რომლებიც შიდა ბაზრისთვის მუშაობენ. მცირე და საშუალო ბიზნესი ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ეკონომიკა მთლიანად. დღეს ბიუროკრატია, კორუფცია და საბანკო სესხების ნაკლებობა აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას. რუსეთიდან კაპიტალის გადინება ნაკლებია, ვიდრე იყო. მას წლიურად ვარაუდობენ 11-დან 25 მილიარდ დოლარამდე. მოსახლეობას ხელზე აქვს 40-60 მილიარდი, მაგრამ იგი არ მიდის ბანკებში ნდობის დეფიციტის გამო.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |