"ახალი თაობა "
# 263
სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2008 წელი

ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენაში მუსიკა დაგეხმარებათ

მერი ნამორაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად მედიცნა კარგა ხანია იყენებს მკურნალობის დამხმარე, ალტერნატიულ საშუალებებს. ასეთი საშუალებების დანერგვას ქართულ სინამდვილეში არასამთავრობო სექტორი შეეცადა და გარკვეული წარმატებითაც.

როგორც ფსიქიატრები ამბობენ, ფსიქიკური გადახრის პრობლემების მკურნალობის განუყოფელ ნაწილად იქცა თვითმკურნალობა, რომელიც ერთ დროს მიჩნეული იყო სხვადასხვა დაავადებების სიმპტომების აღმოფხვრის მეთოდად. მრავალ ქვეყანაში არსებობს თვითმკურნალობის დამხმარე ჯგუფები, სადაც შედიან მსგავსი პრობლემების მქონე პირები, ისინი ეხმარებიან ადამიანებს ფსიქოლოგიურად გაუმკლავდნენ ისეთ მოვლებენს, რომლებიც აუარესებს მათ ცხოვრებას. თუნდაც ახლობლის სიკვდილის ფაქტი, დიდი სტრესი, ოჯახური პრობლემები თუ ნარკომანია. ასეთ ჯგუფებში ვიზიტები ნებაყოფლობითი და ანონიმურია.

ფსიქიკური გადახრის მქონე პირებისათვის მნიშვნელოვანია მენიუს კონტროლი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რძის, სიმინდის და ხორბლის პროდუქტების კვების რაციონიდან ამოღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გაძლიერება პირებში, რომლებსაც აუტიზმისა და შიზოფრენიის დიაგნოზი აქვთ.

ადამიანთა ნაწილს ფსიქიკური პრობლემების გაჩენის შემთხვევაში სურვილი უჩნდება, შვება სულიერ მოძღვართან ჰპოვოს, ვიდრე ექიმთან, რომელსაც არავითარი კავშირი აქვს მის რელიგიურ მრწამსთან. სხვათა შორის, მედიკოსთა და რელიგიის წარმომადგენელთა თანამშრომლობა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე.

სასურველ შედეგს იძლევა ასევე ხელოვნების თერაპია: ხატვა, ქანდაკება ბევრ ადამიანს ეხმარება სულიერი კონფლიქტების დაფარვაში, უმსუბუქებს გაძლიერებული ემოციების გამოხატვას და ეხმარება თვითრეალიზაციასა და თვითგამოვლენაში. ზოგჯერ ხელოვნების გამოყენება ორი თვალსაზრისით ხდება - დიაგნოსტიკისათვის და სამკურნალოდ. ასევე ისეთი ფსიქიკური აშლილობის დროს, როგორიცაა დეპრესია, ტრავმის შემდგომი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

გამოიყენება ცეკვა და მოძრაობითი თერაპია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც განიცდიან სულიერ დისკომფორტს, მიდრეკილება აქვთ ფეხის კუნთების დატვირთვისაკენ. ზოგიერთს კი ეს უფრო ჩამოყალიბებული აქვს, სიამოვნებას ანიჭებს და განიტვირთებიან აღმოსავლური ბრძოლების ხელოვნებით. ცეკვითი თუ მოძრაობითი თერაპიის სახეობები პიროვნებას ეხმარება თვითრეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ ემოციურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება მუსიკით თერაპიას, ცნობილია, რომ მუსიკის სასიამოვნო ჰანგები დამამშვიდებელი ფაქტორია გადაღლილობის დროს. სიამოვნების ფაზის მიღწევაში იგულისხმება სისხლის მიმოქცევის, სისხლის წნევის, გულისცემის, სუნთქვის გაუმჯობესება. მედიცინაში მიღებულია მუსიკით და ბგერითი თერაპიის გამოყენება როგორც დიაგნოზის დასმისას, ასევე ისეთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა სტრესი, დეპრესია და შოზოფრენია.



(c) გაზეთი "ახალი თაობა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ opentext@flashmail.com