"ახალი თაობა "
# 263
სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2008 წელი

ასლან აბაშიძის დეიდაშვილი ბაღათურიას პარტიის საარჩევნო სიაში პირველი ნომერია

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პოლიტიკური პარტია ქართული დასი საარჩევნო სიის პირველ ნომრად ასლან აბაშიძის დეიდაშვილს და აბაშიძის მმართველობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრ ილია წულუკიძეს წარადგენს.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარტიის 18-კაციან სიაში ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნებიც არიან წარმოდგენილნი, რადგან "გამოცდილ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში დაბრუნების შანსი უნდა მიეცეთ".

ილია წულუკიძე საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული, მანამდე კი შს მინისტრი, რომელიც ასლან აბაშიძემ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლა, იმის გამო, რომ იგი რევოლუციის წინა პერიოდში ე აღორძინების სახელით აქციებს მართავდა.

მედიანიუსი



(c) გაზეთი "ახალი თაობა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ opentext@flashmail.com