"რეზონანსი "
# 29
ორშაბათი, 3 თებერვალი, 2008 წელი

გუჯაბიძე: რკინიგზაში სააკაშვილის ფარული შტაბი მოქმედებდა

(პირველი) "დემოკრატიული ფრონტის" წევრის ბიძინა გუჯაბიძის განცხადებით, 5 იანვრის არჩევნების დროს "საქართველოს რკინიგზაში" სააკაშვილის ფარული საარჩევნო შტაბი მოქმედებდა.

დეპუტატის თქმით, "ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის გამარჯვების უზრუნველსაყოფად რკინიგზაში ფარული სამუშაოები ხორცილდებოდა."

მისივე მტკიცებით, "არსებობდა კორუფციული სქემები, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გიორგი არველაძის, დავით კეზერაშვილის, გელა ბეჟუაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კლანები ფიგურირებდნენ."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com