"რეზონანსი "
# 29
ორშაბათი, 3 თებერვალი, 2008 წელი

"ქართული აკადემია" ოპოზიციის მემორანდუმს მიესალმება

(პირველი) "ქართული აკადემია" გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმს მიესალმება.

"ჩვენთვის გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები მისაღებია და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის," - აცხადებენ მისი წევრები.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური სპექტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული მემორანდუმის პრეზენტაცია 29 ნოემბერს "ქორთიარდ მარიოტში" მოეწყო. დოკუმენტში 17 მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, რომლის შესასრულებლად ოპოზიციონერებმა ხელისუფლებას დრო 15 თებერვლამდე მისცეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com