|
|
"რეზონანსი "
ჰოლანდიური ავტობუსები სოხუმშიც იმოძრავებენ
(ინტერპრესნიუსი) აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჰოლანდიური ფირმა "დაფ"-ის ავტობუსები შეიძინა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, ავტობუსები სოხუმში უკვე ჩაიტანეს. დე ფაქტო პრემიერის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ავტობუსების ფასი 200 ათასი ევროა, 1992 წელს გამოშვებული ერთი ავტობუსის შესყიდვა და სოხუმში ჩატანა კი 23 ათასი ევრო დაჯდა. "იმის მიუხედავად, რომ ავტობუსები ახალი არ არის, იდეალურ მდგომარეობაშია და კიდევ 15 წელს იმუშავებს", - აცხადებენ მომწოდებლები. სოხუმის სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის, თემურ აბგაჯის განცხადებით, ჯერჯერობით, მარშრუტები შერჩეული არ არის, რომლებზეც ჰოლანდიური ავტობუსები იმოძრავებენ. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, სოხუმში შემდეგ მარშრუტებზე გადანაწილდება - "ახალი რაიონი - მაიაკი", "ახალი რაიონი - კელასური" და "კელასური - მაიაკი".
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |