|
|
"რეზონანსი "
ქალთა კოლონიაში პატიმარმა პირი ამოიკერა
(ინტერპრესნიუსი) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ანა მაზანაშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მაზანაშვილის ახლობელმა ზეინაბ ლილუაშვილმა განაცხადა. მისი ცნობით, ანა მაზანაშვილი 29 იანვრიდან შიმშილობს. როგორც ზეინაბ ლილუაშვილმა აღნიშნა, პატიმარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც მის მიმართ გორის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი 12-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დარჩა. "მაზანაშვილს მიაჩნია, რომ უკანონო პატიმარია და მისი დადანაშაულების საფუძველი არ არსებობდა", - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა ამავე დანაშაულში მსჯავრდებულ ზაზა ამირიძის მიმართაც, რომელსაც ასევე 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამირიძე სამართალდამცავებმა 2006 წლის 6 დეკემბერს, მაზანაშვილი კი 2007 წელს დააკავეს. მათ მსჯავრად ტრეფიკინგი (ადამიანით ვაჭრობა) დაედოთ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |