|
|
"რეზონანსი "
"ნაბუკო" მინიმუმ ერთი წლით გადაიდო: საერთო ევროპული პროექტის განხორციელება ძალიან ჯანჯლდება ნინო ალექსიძე
გაზსადენ "ნაბუკოს" ამუშავება ერთი წლით გადაიდო. პროექტის კონსორციუმის წევრთა მიერ დათქმული 2012 წლის ნაცვლად, კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მიმავალი მილსადენი, ექსპლოატაციაში 2013 წელს შევა. სანამ ევროპა პროექტს ახორციელებს, მანამდე რუსეთი "ნაბუკოს" ალტერნატივის მშენებლობისათვის ძალებს კიდევ უფრო იკრეფს. "სამხრეთ ნაკადის" ამოქმედება 2012 წლისთვის უნდა მოხდეს. "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს. ტრანზიტული ქვეყნების მინისტრებმა (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ავსტრია) და ევროპის ენერგეტიკის კომისარმა ანდრის ჰილბაქსმა აღნიშნულ პროექტს 2006 წლის 26 ივნისს მოაწერეს ხელი. 6 მილიარდი დოლარის ღირებულების, 1420 მმ-იანი, 3400 კმ სიგრძის "ნაბუკოს" გაზსადენის პირველი ფაზა ექსპლოატაციაში 2011 წელს უნდა შევიდეს და მას 25 ან 31 მილიარდი კბ.მ-წ ექნება. მეორე ფაზის დასრულება, რომელსაც 8 ან 13 მილიარდი კბ.მ-წ გამტარიანობა ექნება, 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ მილსადენით კასპიური გაზი, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით, ავსტრიაში ჩავა. ამჟამად, "ნაბუკოს" კონსორციუმში შედიან ავსტრიული "წქმ", უნგრული "ქწდ"-ი, რუმინული "ეკფტთპფჭ"-ი, ბულგარული "იგდპფკპფჭ"-ი და თურქული იწეფთ.მოსალოდნელია რომ პროექტს შეუერთდეს გერმანული ენერგოკონცერნი "კცუ". საგულისხმოა, რომ "ნაბუკოს" გააჩნია რუსული ალტერნატივა "სამხრეთ დინება", რომელმაც რუსეთიდან ბულგარულ ქალაქ ვარნამდე უნდა ჩააღწიოს. შემდეგ, მისი გაგრძელება იგეგმება როგორც ცენტრალური ევროპისკენ, ასევე სამხრეთ იტალიისკენ. ამ პროექტში რუსული გაზის გიგანტის "გაზპრომის" პარტნიორია იტალიური "უტშ". რამდენიმე ხნის წინ, "ნაბუკოში" აირის გაშვება ერაყმაც გადაწყვიტა. ამოქმედების შემდეგ "ნაბუკოს" გაზსადენში გარდა კასპიური ენერგორესურსისა, ირანული და ერაყული გაზიც გაივლის. გარდა ამისა, თურქული ნავთობისა და გაზის კომპანია "ბოტასი" ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გაზის საბადოების ათვისებას აპირებს. "ამ გზით "ნაბუკოს" გაზსადენში გაზის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება", - აღნიშნავენ კომპანია "ბოტასის" წარმომადგენლები. ექსპერტები თურქეთის სურვილებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ თუ მსოფლიოს ბაზრებზე და მათ შორის, ევროპაში ენერგორესურსების მიწოდება ამ ქვეყნისა და არა რუსეთის მეშვეობით მოხდება, მისასალმებელი იქნება. ამასთანავე, ერაყში ნავთობთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი, რომელსაც საბოლოო სახე რამდენიმე ხნის წინ მიეცა, ერაყის მთავრობაში დღესაც დავის საგანს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ძალაში შევა ახალი კანონი, ენერგოსფეროში ბიზნესის წარმოების დამტებითი შანსები გაჩნდება. შესაძლებელი იქნება ერაყის მასშტაბური ენერგეტიკული მარაგების გადამუშავების რეგულირება. თურქული კომპანია "ბოტასი" ამ კანონპროექტის ძალაში შესვლას უცდის.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |