|
|
"რეზონანსი "
მსოფლიო ბაზარზე მალე ქართული მაკარონი გამოჩნდება
(პრაიმ-ნიუსი) პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ტერმინალ "ლილო-1"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკარონის ქარხნის გახსნას დაესწრო. ქარხანაში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, კარგი მაგალითია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. "ინვესტიციებს სამუშაო ადგილების ზრდა მოჰყვება, შესაბამისად, თუ აქამდე საწარმოში 600-მდე კაცი იყო დასაქმებული, ახალი სიმძლავრეების სრულად დატვირთვის შემთხვევაში, აქ დამატებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - აღნიშნა მან. მისივე განცხადებით, დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი და აქტუალური თემაა ექსპორტის წახალისება და იმპორტის სამამულო პროდუქციით ჩანაცვლება. საწარმო წლის ბოლომდე სრული დატვირთვით ამუშავდება და ფქვილსა და მაკარონს დაამზადებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |