|
|
"რეზონანსი "
ხანძარი სასტუმრო "ამბასადორში"
(ინტერპრესნიუსი) გუშინ საღამოს სასტუმრო "ამბასადორში" ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება სამსახურში 17.55 საათზე შევიდა. ადგილზე გასული იყო 6 სახანძრო ბრიგადა. ცეცხლი სარდაფში არსებულ ელექტროენერგიის გენერატორს გაუჩნდა, რამაც სასტუმროში დიდი კვამლი გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |