|
|
"რეზონანსი "
ორმაგი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე
(ინტერპრესნიუსი) სამშაბათს მოკლული ექიმები ემი კილაძე და ზურაბ გვანცელაძე აღმოჩნდნენ. გარდაცვლილები თბილისის მთავარ პროზექტურაში გადასვენებისას სწორედ ამ გვარებით არიან რეგისტრირებული. ზურაბ გვანცელაძე გუშინ საღამოს პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. მას ახლობლებმა მოაკითხეს და ტანსაცმელი მიუტანეს, რაც შეეხება ემი კილაძეს, მისთვის ახლობლებს გვიან ღამემდე არ მიუკითხავთ. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მოკლულები შინაგან საქმეთა სამინისტროს კლინიკის ექიმები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ემი კილაძის მეუღლე, ექიმი ზაზა გუბელაძე, რომელიც დაკავებულია და პოლიციაშია გადაყვანილი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |