|
|
"რეზონანსი "
გუნცაძე ოქრუაშვილის პარტიიდან არ მიდის
(პირველი) მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე მისი პარტიიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამბობს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს და კვლავ თავდაცვის ექს-მინისტრის პოლიტიკურ მოძრაობაში რჩება. "ჩემი სხვა პოლიტიკურ პარტიაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია მორიგი ჭორია. არ ვიცი, რისთვის დასჭირდათ ასეთი ტყუილის გავრცელება," - აღნიშნა მან. ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნცაძე პოლიტიკურ მოღვაწეობას გიორგი თარგამაძის მიერ დაფუძნებულ "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" გააგრძელებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |