"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

ეუთო რუსეთში დამკვირვებლებს არ გაგზავნის

(ინტერპრესნიუსი) ეუთო-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა, - იუწყება რადიო "თავისუფლება".

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ისეთ შეზღუდვებს აწესებს, რომელიც ეუთოსთვის მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნით ადრე ეუთო-ს მოთხოვნები არჩევნების მორიტორინგთან დაკავშირებით უარყო, რომელთაც ულტიმატუმი უწოდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com