"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

იანვარში ბიუჯეტში დაგეგმილზე 82,5 მლნ ლარით მეტი შევიდა

(ინტერპრესნიუსი) იანვრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე 82,5 მლნ ლარით მეტი შევიდა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისივე თქმით, იანვრის თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 221.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

"ბიუჯეტში მობილიზებულია 303,5 მლნ ლარი, ანუ გეგმაზე 37%-ით მეტი. ეს მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს", - აღნიშნა გილაურმა. ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტში ჭარბ შემოსავლებს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს. მან შემოსავლების სამსახურს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკა გილაურის თქმით, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, მოხდება თუ არა წლიური ბიუჯეტის გაზრდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com