"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქცია იცვლება

(ინტერპრესნიუსი) სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქცია შეიძლება შეიცვალოს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მისი თქმით, შემუშავდება ახალი კანონპროექტი, სადაც სტატისტიკის დეპარტამენტთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაწერილი. კოვზანაძემ დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ მუშაობა ჯერჯერობით არ დაწყებულა და, შესაბამისად, დეტალები დასაზუსტებელია. სტატისტიკის დეპარტამენტის ფუნქცია ინფლაციის გათვლასთან დაკავშირებით მიდგომების ცვლილებებიდან გამომდინარე შეიცვლება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com