"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

რუსული კომპანია საწარმო "აჭარის პურის" შეძენას აპირებს

(მედიანიუსი) რუსული კომპანია "მერი" საწარმო "აჭარის პურის" შეძენას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. "აჭარის პურის" შეძენის შემთხვევაში "მერი" ბათუმში კიდევ ერთ პურის ქარხანას ააშენებს. ამ პროექტში "მერი" 8 მილიონი დოლარის დაბანდებას აპირებს. რუსული კომპანიის მფლობელი ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი ანზორ ათაბაძეა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com