"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

გერმანიის მთავრობა "ნოკიას" 41 მილიონის დაბრუნებს სთხოვს

(მედიანიუსი) გერმანიის მთავრობამ მობილური ტელეფონების მწარმოებელ ნოკიას 41 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიის დაბრუნება მოსთხოვა. 1999 წელს "ნოკიამ" გერმანიის ხელისუფლებისგან ქარხნის ასაშენებლად თანხა მიიღო, რომლის დახურვასაც ახლა აპირებს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ნოკიამ" ვერ გაამართლა სუბსიდიის მიზანი, კომპანიამ, ელემენტარულად, მუდმივი სამუშაო ადგილებიც კი ვერ შექმნა.

"ნოკია" თავის მხრივ, ამ განცხადებებს არ ეთანხმება და პასუხობს, რომ კომპანიამ გადააჭარბა კიდეც დაკისრებულ მოვალეობებს.

მსოფლიოში მობილური ტელეფონების უმსხვილესმა მწარმოებელმა "ნოკიამ" მიმდინარე წლის 15 იანვარს განაცხადა, რომ გერმანიაში წყვეტს მუშაობას და ბევრად უფრო კონკურენტუნარიან რუმინეთში გადააქვს ქარხანა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com