"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

ბაღაფში: ქართველებს სადაც უნდათ იქ იჩივლონ

(მედიანიუსი) აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მისთვის სულერთია, რას ფიქრობენ აფხაზეთის პასპორტიზაციაზე იაკობაშვილი, მალაშხია ან რომელიმე სხვა ქართველი ჩინოსანი. ბაღაფშის თქმით, აფხაზეთში მცხოვრები თითოეული ადამიანი მაინც მიიღებს რუსულ პასპორტს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამაზე თბილისი. ბაღაფშის თქმით, ქართველებს სადაც უნდათ იქ იჩივლონ "ცის კანცელარიის ჩათვლით".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com