|
|
"რეზონანსი "
რკინიგზაში არსებულ დარღვევებზე გუჯაბიძემ პროკურატურას მიმართა
(პირველი) საქართველოს რკინიგზაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ გენერალურ პროკურატურას მიმართა და ტყეშელაშვილის უწყებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "თვითმარქვია პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი შესაბამის რეაგირებას ვერ შეძლებს," მაგრამ გენპროკურატურას მაინც მიმართავს და განმარტავს, რომ "გენერალური პროკურორის უმოქმედობა მის თვითლუსტრაციას გამოიწვევს." რკინიგზაში არსებულ კორუფციასა და სახელმწიფოსადმი მიყენებული ზარალის ფაქტებზე გუჯაბიძე რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდა. მისივე მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ ორგანიზაციაში სააკაშვილის მხარდასაჭერად არაფორმალური საარჩევნო შტაბი მოქმედებდა. ამასთან, გუჯაბიძის განცხადებით, "რკინიგზაში წლების განმავლობაში მიმდინარე დანაშაულებრივი საქმიანობის ფონზე ეკა ტყეშელაშვილის მეუღლე გიორგი ალექსიშვილი ამ ორგანიზაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტს იკავებს." ანალოგიური ინფორმაცია დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც მიაწოდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |