|
|
"რეზონანსი "
მიმინოშვილი კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს
(ინტერპრესნიუსი) განათლების ყოფილი მინისტრი მაია მიმინოშვილი კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ბრძანების თანახმად, მაია მიმინოშვილი ამ თანამდებობაზე განმეორებით დაინიშნა. მიმინოშვილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გამოცდების ეროვნულ ცენტრს - შექმნის დღიდან, 2005 წლიდან, ხელმძღვანელობს. 2007 წლის ნოემბრის შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2008 წლის იანვრის ბოლოს კი აღნიშნულ თანამდებობაზე გია ნოდიამ შეცვლა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |