"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

საფრანგეთის საელჩო "პრაიმტაიმ"-ში გასულ ინფორმაციას განმარტავს

(ინტერპრესნიუსი) საფრანგეთის საელჩო 4 თებერვალს, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "პრაიმტაიმ"-ში წამოჭრილ კითხვებზე ზუსტი და ფაქტობრივი პასუხის გასაცემად ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საფრანგეთის საელჩო განმარტავს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს სამშაბათს, 8 იანვარს და არა 7 იანვარს, როგორც ეს შეცდომით იყო ნახსენები ზოგიერთ არხზე. საელჩოს ცნობით, ამასთანავე, პრეზიდენტმა სარკოზიმ ოფიციალური მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ტექსტის ნახვა საელჩოს ინტერნეტ საიტზეა შესაძლებელი: ცცც.ფქიაკფტსუ-პუ-წკპ.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი იაშვილმა 4 თებერვალს ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილმა იცრუა, როდესაც "პრაიმტაიმში" აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სარკოზიმ მიულოცა.

"ჩვენ სააკაშვილის გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობიდან მეორე დღეს ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ სააკაშვილისთვის სარკოზის მილოცილი არ ჰქონდა გამარჯვება, როცა მან ეს განაცხადაო. ეს არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ელჩების თანდასწრებით თქვა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იაშვილმა.

როგორც გადაცემა "პრაიმტაიმში" განაცხადეს, მათი გადაცემის სტუმარი მიხეილ სააკაშვილი 8 იანვარს იყო.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com