|
|
"რეზონანსი "
"შტირლიცი" საავადმყოფოში მოათავსეს
(პირველი) ცნობილი რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი, რომელსაც პარასკევს 80 წელი შეუსრულდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტიხონოვი მუცლის არეში მწვავე ტკივილებით ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მსახიობის დიაგნოზზე არაფერია ცნობილია, თუმცა მედიის ცნობით, მას შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. ვიაჩესლავ ტიხონოვს კინოში ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული. პირველად იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ფილმში "ახალგაზრდა გვარდია" გადაიღეს, რომელშიც ტიხონოვმა სერგეი გერასიმოვის როლი შეასრულა. 1973 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "გაზაფხულის 17 გაელვება", რომელშიც ტიხონოვმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, საბჭოთა ჯაშუში განასახიერა, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ეს-ესის შტანდარტენფიურერ ოტო ფონ შტირლიცის სახელით მოღვაწეობდა. 80 წლის იუბილე მსახიობს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |