|
|
"რეზონანსი "
"ტელეიმედის" მაუწყებლობის განახლების საკითხი ისევ გაურკვეველია
(ინტერპრესნიუსი) "ტელეიმედის" მაუწყებლობის განახლების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც "ტელეიმედის" დამფუძნებლის არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის დამ მზია თოთლაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ყოველდღე ელოდებიან. "ჩემთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი "ტელეიმედის" მაუწყებლობის განახლების საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველასთვის ერთად გახდება ცნობილი", - განაცხადა თოთლაძემ. "ტელეიმედის" გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილს ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით არ სურს. არკადი პატარკაციშვილის პოლიტიკური თანამებრძოლები კი აცხადებენ, რომ "ტელეიმედის" საკითხის გადაწყვეტას ამ დღეებში ელოდებიან. ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების საკითხზე კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში სხდომა 15 თებერვალს არის ჩანიშნული. კომისიის მტკიცებით, პოლიტიკურ თანამდებობის პირს ან, პოლიტიკურ პარტიას ტელეკომპანიის ფლობის უფლება კანონის მხედვით არა აქვს. ამასთან "იმედის" წილი "ტელეიმედში" დაყადაღებულია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |