"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

"ახლები" "მზეს" მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებენ

(პირველი) "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრი მანანა ნაჭყებია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათი პოლიტიკური ლიდერი დავით გამყრელიძე "ახლების" ფრაქციას ტოვებს.

"ეს ტელეკომპანია "მზის" მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული აბსურდული ჭორია, რომელიც ყველანაირ საფუძველს არის მოკლებული. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ გამყრელიძე არსად წასულა და წასვლას არც აპირებს", - განაცხადა ნაჭყებიამ, რომლის აზრით, "ტელეკომპანია "მზემ" ეს ინფორმაცია მისი მფლობელებისა და ე.წ "პოლიტიკური ელიტის" დაკვეთით გაავრცელა, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა".

"მზეს" ამის შემდეგ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს და ხმა არ ამოეღება", - დასძინა მან.

გამყრელიძის მიერ ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com