|
|
"რეზონანსი "
საქართველო მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება?
(მედიანიუსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ქართული მხარე არ ეწინააღმდეგება, თუმცა მისგან ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, კვლავაც 2006 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ლაპარაკია მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციაზე. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დაეხმარება რუსეთს იმაში, რომ მან მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა ცივილიზებული და მიღებული წესებით არეგულიროს. თუმცა, საქართველოს ზემოთხსენებული სერიოზული საკითხების გადაჭრის გარეშე სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა გაუჭირდება. დავით ბაქრაძის განცხადებითვე, რუსულ მხარესთან ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თებერვალში ამ საკითხზე მოლაპარაკებათა კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. "ვიმედოვნებთ ამ საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |