"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

იდეები, რომლებიც ლიტვასა და საქართველოში ერთდროულად იბადება

ალინა ტალინტუტე

მართალია, საქართველოს და ლიტვას შორის პირდაპირი მანძილი არის 2031 კილომეტრი, თუმცა, ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს სიშორე ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ხასიათზე საერთოდ არ მოქმედებს. პირიქით, ლიტვა და საქართველო საკუთარ აზრს პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმებში ერთმანეთს თითქმის ყოველთვის უზიარებენ და მეტიც, შეხედულებები ემთხვევა კიდეც.

ეს ამ უკანასკნელ პერიოდში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ორი კვირის წინ თბილისში ყოვნისას მე შევხვდი ქართველ პროფესორს, რომელმაც საკუთარი იდეის შესახებ საკმაოდ ემოციურად მელაპარაკა საქართველოსთან დაკავშირებით. მან მითხრა, რომ სახელწოდება "გრუზია" რუსების მოგონილია თურქული სახელის "ჯორჯიას" საფუძვლებზე.

ვიფიქრე, იდეა, რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოა, თუ საქმეს მივყობთ ხელს და მსოფლიოში გავაჟღერებთ სახელს "საქართველო", რომელიც უფრო ლამაზად ჟღერს და ქვეყნის ნამდვილ სულს აჩვენებს. მაგრამ, მე ამ პროფესორთან დისკუსიაში არ შევსულვარ, უბრალოდ, ვთქვით, რომ სახელის შეცვლა იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება უკეთესი იქნება.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩავვარდი ისეთ სიტუაციაში, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეცვალა ლიტვას სახელი ინგლისურად. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თბილისში ამ საკითხზე ერთი პროფესორი საუბრობდა, ლიტვაში კი, ამას სახელმწიფო კომისია განიხილავს, რომელიც ამუშავებს ქვეყნის ახალ იმიჯს.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ დამოუკიდებლობის ამ 17 წლის განმავლობაში ქვეყანამ საკუთარი ნიშანი, ე.წ "ბრენდი" ვერ შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა მსოფლიოში ლიტვის ინტერესების გატარებას. დღემდე არ არსებობს კონცეფცია, თუ როგორც მოხდეს რეკლამირება. წლებია, არ მუშაობს საიტი, სადაც ლიტვის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა.

მეზობელმა ლატვიამ უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ის არის "ქვეყანა, რომელიც მღერის", ესტონეთმა კი აქცენტი თავის ტექნიკურ მიღწევებზე გააკეთა.

ლიტველებს უყვართ ფიქრი, მოლაპარაკება, თუ, რა უნდა გაკეთდეს, შემდეგ ისევ ფიქრი და უკვე შემდეგ ყველაფერი შეიძლება სწრაფად და კარგად გაკეთდეს. ამაყად გვიყვარს იმის გახსენება, რომ ევროკავშირში იმ ქვეყნებთან ერთად მიგვიღეს, რომლებთანაც მოლაპარაკებების პროცესი 2 წლით ადრე იყო დაწყბული, ვიდრე ჩვენთან.

ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუკეთოთ ქვეყანას რეკლამა, როგორ მოვიზიდოთ ტურისტები, 17 წელი ვფიქრობდით და შემდეგ ნახევარ წელიწადში დავწერეთ ორი ვერსია. პირველი - არ მოეწონათ, ამიტომ მის შესახებ არაფერს ვიტყვი. აი, მეორეს, შანსი აქვს, რომ იმუშავოს.

დევიზი და მთავარი იდეა ამ კონვენციის არის - "ლიტვა - გამბედავი ქვეყანა". მისწრაფება ადასტურებს იმას, რომ ეს არ უკავშირდება მხოლოდ ბრძოლებს, არამედ იმასაც, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა სწორედ ლიტვიდან დაიწყო.

მათ, კონვენციის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ლიტვაში თამამი ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა, მათ თავზე ბევრმა კრიტიკამაც გადაირა, როდესაც საკითხი ლიტვისთვის სახელის შეცვლას უკავშირდებოდა. თვითონ ავტორები ამ წინადადებისა ამბობენ, რომ დასახელება "დშერგფტშფ" საკმაოდ გრძელია, და ბგერა "ერ" - რთული წარმოსათქმელი. აქედან აშკარაა, რომ თვითონ დისკუსია სახელის შეცვლასთან დაკავშირებით უკვე მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. მაგრამ მათ მხარდაჭერა ჯერჯერობით ვერ მიიღეს.

პირადად მე ამ დისკუსიას თვალს ღიმილით ვადევნებ, უბრალოდ, გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ორ სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი იდეები ერთდროულად გაჩნდეს. თუ ბოლოსდაბოლოს ამ პროფესორს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს თავისას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დაიწყება ფართოდ განხილვა იმისა, თუ როგორ უნდა შეეცვალოს ქვეყანას სახელი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com