"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

სააკაშვილს კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდებას არ ურჩევენ

(ინტერპრესნიუსი) "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე მიხეილ სააკაშვილს კითხვებზე პასუხებისგან თავის არიდებას და მსოფლიო პოლიტიკაში ამ სტილით მოქმედებას არ ურჩევს. ამის შესახებ კაციტაძემ სააკაშვილის იმ პოზიციაზე თქვა, რომელიც მან მიუნხენში პრესკონფერენციაზე რუსეთის მხრიდან კოსოვოზე დასმულ შეკითხვაზე გამოავლინა.

მისი თქმით, საერთოდ, არსებობს პრაქტიკა კითხვაზე პასუხის თავის არიდებისა, რომელიც პოლიტიკაში გამოიყენება, თუმცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც კოსოვოა, ამ პოზიციით ფონს გასვლა შეუძლებელია.

კაციტაძის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოებას და მათ შორის რუსეთსაც ცალსახად აინტერესებს სახელმწიფოს პოზიცია კოსოვოსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რუსი პოლიტიკოსის კითხვაზე, ცნობს თუ არა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ კოსოვოს აღიარება-არაღიარების საკითხი საქართველოზე დამოკიდებული არ არის.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com