"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ქუთაისელი პედაგოგები გაზისა და დენის ვაუჩერის მოთხოვნით გაიფიცნენ

(პირველი) ქუთაისის მე-14 სკოლის პედაგოგები გაზისა და ელექტროენერგიის ვაუჩერის მოთხოვნით გაიფიცნენ. პედაგოგების განცხადებით, პრეზიდენტის საჩუქარი - ელექტროენრგიისა და გაზის ვაუჩერები - მათ დღემდე არ მიუღიათ.

მე-14 სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის, ნანა სვანაძის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ მათ ყველა შესაბამის ორგანოს აცნობეს, თუმცა პასუხი დღემდე არავისგან მიუღიათ.

ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით კი, პედაგოგებზე ვაუჩერების გაცემა დღეს, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com