"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ოპოზიციის მიმართვაზე მერიის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

(მედიანიუსი) საერთო სახალხო მოძრაობის 15 თებერვლისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია, თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის ნებართვის გარეშე არასანქცირებულად ჩაითვლება, განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მერიის იურიდიული სამსახური ოპოზიციის ლიდერების მიერ 8 თებერვალს შეტანილ განცხადებაზე უკვე მუშაობს და პასუხს ხუთ დღეში გამოაქვეყნებს.

ოპოზიციის ლიდერები კი, ამ შემთხვევაში მერიის უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევენ თებერვალში პარლამენტის შენობის წინ გზის გადაკეტვისა და წესრიგის უზრუნველყოფას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com