"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

სერბეთის პრეზიდენტი: ევროპაში ახალი კონფლიქტები გაჩნდება

(მედიანიუსი) სერბეთის პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის განცხადებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოხდება ევროპაში არსებული გაყინული კონფლიქტების ესკალაცია.

ტადიჩის მტკიცებით, კოსოვოს დამოუკიდებლობა, რეალურად, სერბეთის დაშლა იქნება და იგივე საფრთხე დაემუქრება ყველა იმ ქვეყანას, სადაც კონფლიქტის ზონები არსებობს. სერბეთის პრეზიდენტი არც ახალი კონფლიქტების აღმოცენებას გამორიცხავს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com