"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ბურჯანაძეს პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის იმედი აქვს

(ინტერპრესნიუსი) პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების დსთ-ს პრეზიდენტების არაფორმალურ სამიტზე მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი. ორ ქვეყენას შორის ნორმალური ურთიერთობების წარმართვისთვის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება, თვლის ბურჯანაძე.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზიტიური სიგნალი იყო. ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა ნორმალურ ჭრილში უნდა გადავიდეს და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. მან რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის იმედი გამოთქვა.

სააკაშვილი 22 თებერვალს დაგეგმილ დსთ-ს პრეზიდენტების არაფორმალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com